მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „რომანოვების სასახლის“ რეაბილიტაციის დოკუმენტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაეცემა
„რომანოვების სასახლის“ რეაბილიტაციის დოკუმენტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაეცემა

„რომანოვების სასახლის“ რეაბილიტაციის დოკუმენტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაეცემა

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 22:15|bm.ge

ლიკვიდაციის პროცესში მყოფი „საქართველოს განვითარების ფონდის“ კომპანია „ლიკანის რეზიდენცია“ რომანოვების სასახლის აქტივებსა და რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უსასყიდლოდ გადასცემს. შესაბამისი თანხმობა სახელმწიფო კომპანიაზე მთავრობამ გასცა.

2496-ე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „ლიკანის რეზიდენცია“ საქართველოს განვითარების ფონდის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოა. დოკუმენტის მიხედვით, დაბა ლიკანში მდებარე „რომანოვების სასახლის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე „ლიკანის რეზიდენციის“ დაკვეთით შექმნილი ყველა კვლევა, საკონსულტაციო და საექსპორტო მომსახურების შედეგები სრულად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. სააგენტოს ასევე გადაეცემა აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი სხვა სახის მატერიალური თუ არამატერიალური აქტივი.

ცნობისთვის, "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდის") ლიკვიდაციის პროცესი 2026 წლის 1 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 21 სექტემბრით დათარიღებული განკარგულება, რომლითაც ფონდის დაშლის სტრატეგიის მომზადებამ და მისმა ლიკვიდაციამ 2027 წლის 1 აპრილამდე გადაიწია.

მთავრობის 2026 წლის 21 სექტემბრის განკარგულებით ფონდის აქტივებიდან გამოვა ექვსი მიწის ნაკვეთი 699,934 კვადრატული მეტრის საერთო ფართობით. აღნიშნული მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ სახელმწიფო დარეგისტრირდება. გარდა ამ უძრავი ქონებებისა, ფონდის შემადგენლობიდან უნდა გამოვიდნენ მისი შვილობილი კომპანიები - სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი ინთერნეიშენალი"; შპს "რუხის სავაჭრო ცენტრი"; შპს "საპარტნიორო ფონდი-მწვანე განვითარება"; შპს "სტარტაპ საქართველო"; შპს "ლიკანის რეზიდენცია"; და შპს "ქართული ნატურალური პროდუქტები". აღნიშნული კომპანიები ამ დრომდე 100%-ით "საქართველოს განვითარების ფონდის" საკუთრებაშია. გარდა იმ კომპანიებისა, რომლებშიც ფონდი 100%-ის წილს ფლობს, ასევე არსებობს არაერთი კომპანია, სადაც ფონდი არაკონტროლო წილებს ფლობს, მათ შორისაა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა "ციკლონი"; ასევე რაჭული ლორის მწარმოებელი კომპანია კსჰ კავკასიან სუს ჰერითიჯი და სხვა კომპანიები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

BM.GE

Alipay+ მთელი საქართველოს საფინანსო სისტემას დაუკავშირდება, ეს ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - კახა კოდუა

Alipay+ მთელი საქართველოს საფინანსო სისტემას დაუკავშირდება, ეს ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - კახა კოდუა

BM.GE

გაზის დიფერენცირებული ტარიფი - სოციალური ზრუნვა თუ ფარული გაძვირება?|რომან გოცირიძის ანალიზი და პროგნოზი

გაზის დიფერენცირებული ტარიფი - სოციალური ზრუნვა თუ ფარული გაძვირება?|რომან გოცირიძის ანალიზი და პროგნოზი

BM.GE

"ბიოგრაფ ლივინგის" გაყიდვების 40% უცხოელ ინვესტორებზე მოდის - რა ტიპის ბინებს ირჩევენ უცხოელები?

"ბიოგრაფ ლივინგის" გაყიდვების 40% უცხოელ ინვესტორებზე მოდის - რა ტიპის ბინებს ირჩევენ უცხოელები?

BM.GE