მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელ ღვინის კომპანიებს გაუფორმა მთავრობამ კონტრაქტი ყურძნის ჩაბარებისთვის?
რომელ ღვინის კომპანიებს გაუფორმა მთავრობამ კონტრაქტი ყურძნის ჩაბარებისთვის?

რომელ ღვინის კომპანიებს გაუფორმა მთავრობამ კონტრაქტი ყურძნის ჩაბარებისთვის?

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 22:00|bm.ge

2026 წლის რთველის ფარგლებში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს 20-ზე მეტ ლოკაციაზე, კახეთის სხვადასხვა ღვინის ქარხანასთან გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე იბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 113,5 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.

აღნიშნული მომსახურებისთვის, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ სექტემბერში სხვადასხვა ღვინის ქარხანასთან 9,1 მილიონი ლარის კონტრაქტები გააფორმა. მათ შორის ყველაზე დიდი კონტრაქტები გააფორმა ჯგუფ Bolero-ს შემადგენლობაში არსებულ კომპანიებთან, უშუალოდ Bolero-სთან 200,000 ლარის ოდენობით, ხოლო მის შვილობილებთან "უნივერსალ სპირტთან" 600,000 ლარის და "გრუზვინპრომთან" 1.2 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე მსხვილი - 1 მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" შვილობილთან - "კოტეხი გურჯაანის ღვინის" ქარხანასთან.

მოსავლის მართვის მიერ რთველის ჩაბარებისთვის გაფორმებული კონტრაქტებია:

მიმწოდებელი თანხა (GEL) შპს ნაფარეული 1890 400,000 შპს ქინძმარაული 150,000 სს ახმეტის ღვინის ქარხანა 500,000 შპს წინანდალი - XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები 300,000 შპს ვაინ კახეთი 600,000 სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა 1,000,000 შპს შვიდი ვაინ 31,500 შპს ქინძმარაული ვაინ 200,000 შპს ყვარლის სარდაფი 500,000 შპს ჩი-ე ენოლოჯიკა 14,560 შპს Bolero & Company 200,000 შპს რაჭული ღვინო 400,000 შპს მეღვინეობა კაჭრეთი 1,000,000 შპს გრუზვინპრომი 1,200,000 შპს უნივერსალ სპირიტს 600,000 შპს ხაოს მარანი 400,000 სს ჭანდარი ღვინის ქარხანა 400,000 შპს ბერიკა 200,000 შპს ასკანელი ძმები 500,000 შპს ბონი 300,000 შპს ზედაშე 200,000

გასული კვირის დასაწყისში კახეთში მევენახეთა საპროტესტო აქციების ფონზე, მთავრობამ ჭარბი და არაკონდიციური ყურძნის შესასყიდი ფასები გაზარდა და შაქრიანობის მოთხოვნები შეამცირა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას თქმით, გადაწყვეტილება უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო მიიღეს, რათა არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ახალი ტარიფები და პირობები:

• მაღალკონდიციური ყურძენი: aßaსაფერავი (20%-დან ზემოთ) — 1.50 ლარი; რქაწითელი და სხვა (19%-დან ზემოთ) — 1.30 ლარი (შაქრიანობის ზღვარი 1%-ით შემცირდა). • დაბალკონდიციური ყურძენი: საფერავი (16-20%) — 1.00 ლარი; რქაწითელი და სხვა (16-19%) — 0.90 ლარი (ფასი გაიზარდა 10 თეთრით). • 16%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი: ფასი გაიზარდა 50 თეთრამდე (ნაცვლად 30 თეთრისა).

2026 წელს კახეტში 320,000 ტონის მოსავალს პროგნოზირებენ. გასულ წელს სახელმწიფო კომპანიას რთველის სუბსიდირება 246 მილიონი ლარი დაუჯდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნებაიმედი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგორუსთავი 2
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
  • მევენახეების პროტესტის გამო მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდისფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე? - ახალი დეკლარაცია

რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე? - ახალი დეკლარაცია

BM.GE

DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა

DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა

BM.GE

ქართველი მხატვრების ნახატები ონლაინ აუქციონზე — როგორ მუშაობს artforsale.ge

ქართველი მხატვრების ნახატები ონლაინ აუქციონზე — როგორ მუშაობს artforsale.ge

BM.GE

Samsung-მა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Helix-ში $1 მილიარდი დააბანდა

Samsung-მა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Helix-ში $1 მილიარდი დააბანდა

BM.GE