მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები - სტატისტიკა
რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები - სტატისტიკა

რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები - სტატისტიკა

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 20:20|bm.ge

უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი პოზიცია უჭირავს. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სექტორის საკრედიტო პორტფელი 5.38 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 27%-იანი ზრდაა.

მთლიანად ბიზნეს სექტორზე გაცემული სესხების მოცულობამ აგვისტოში 44.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი მთლიანად ბიზნესის საკრედიტო პორტფელის ზრდას აღემატება.

დეველოპმენტის შემდეგ, საკრედიტო პორტფელის მოცულობით მეორე ადგილზე უძრავი ქონების მენეჯმენტის სექტორია, რომლის დაკრედიტებაც 4.53 მილიარდ ლარს შეადგენს და წლიურად 26%-ით არის გაზრდილი. სერვისების სექტორის საკრედიტო პორტფელი 4.52 მილიარდი ლარია, ზრდა კი 10%-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სექტორში ბანკების მიერ გაცემული სესხები 3.93 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წლიურად 10%-იანი ზრდაა.

ენერგეტიკის სექტორში საკრედიტო პორტფელი აგვისტოს მდგომარეობით 3.16 მილიარდი ლარია, წლიური ზრდა კი 27%-ს შეადგენს. სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის სექტორის დაკრედიტებამ 2.87 მილიარდი ლარი შეადგინა და 18%-ით მოიმატა.

ამასთან, რამდენიმე სექტორში საკრედიტო პორტფელი წლიურად შემცირდა. სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში დაკრედიტება 20%-ით, 2.64 მილიარდ ლარამდე შემცირდა. ჯანდაცვის სექტორის პორტფელი 26%-ით, 1.04 მილიარდ ლარამდეა შემცირებული, მძიმე მრეწველობის დაკრედიტება კი 12%-ით, 723 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ყველაზე მაღალი ზრდა, გარდა შედარებით მცირე მოცულობის სექტორებისა, „სხვა“ კატეგორიაში დაფიქსირდა, სადაც საკრედიტო პორტფელი წლიურად 70%-ით გაიზარდა და 729 მილიონ ლარს მიაღწია. ფარმაცევტიკის სექტორში ზრდა 35%-ს შეადგენს, პორტფელი კი 269 მილიონი ლარია.

სექტორი საკრედიტო პორტფელი 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით - მლნ ლარი ზრდა კლება % უძრავი ქონების დეველოპმენტი 5,381 27% უძრავი ქონების მენეჯმენტი 4,526 26% სერვისი 4,522 10% სოფლის მეურნეობის სექტორი 3,925 10% ენერგეტიკა 3,158 27% სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,872 18% სასტუმროები და ტურიზმი 2,636 -20% სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,118 -2% ვაჭრობა (სხვა) 2,086 -6% სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,881 3% საფინანსო ინსტიტუტები 1,405 6% სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,209 7% ჯანდაცვა 1,044 -26% ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 973 18% რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 971 5% წარმოება (სხვა) 932 0% მათ შორის: ექსპორტიორები 821 12% ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 800 15% სხვა 729 70% მძიმე მრეწველობა 723 -12% ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 616 -9% ავტომობილების დილერები 373 2% ტელეკომუნიკაცია 282 -1% საბითუმო ლომბარდი 281 10% ფარმაცევტიკა 269 35% ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 162 29% სახელმწიფო ორგანიზაციები 43 19% სულ ბიზნესი 44,739 9%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"არ დავუჯეროთ არავის... რუსთაველზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრებული იქნება" - კახა კალაძე

"არ დავუჯეროთ არავის... რუსთაველზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრებული იქნება" - კახა კალაძე

BM.GE

EBRD-მა 2026 და 2027 წლების საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდა

EBRD-მა 2026 და 2027 წლების საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდა

BM.GE

"სარფის" საბაჟოზე ავტომობილში მალულად განთავსებული 5 კგ ვერცხლი უკანონოდ შემოჰქონდათ | RS

"სარფის" საბაჟოზე ავტომობილში მალულად განთავსებული 5 კგ ვერცხლი უკანონოდ შემოჰქონდათ | RS

BM.GE

„იმედგაცრუებული ვარ ჰერჩინსკის ქცევით... ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული" - პაპუაშვილი

„იმედგაცრუებული ვარ ჰერჩინსკის ქცევით... ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული" - პაპუაშვილი

BM.GE