რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები - სტატისტიკა
უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი საბანკო დაკრედიტებაში კვლავ წამყვან პოზიციაზეა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის ოქტომბრის (10 თვის) მდგომარეობით, სექტორის საკრედიტო პორტფელი 5.41 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 27%-იანი ზრდაა.
მთლიანად ბიზნესსექტორზე გაცემული სესხების მოცულობამ ოქტომბრის მდგომარეობით, 44.56 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10%-იან ზრდას წარმოადგენს. შესაბამისად, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი მთლიანად ბიზნესის საკრედიტო პორტფელის ზრდას მნიშვნელოვნად აღემატება.
დეველოპმენტის შემდეგ საკრედიტო პორტფელის მოცულობით მეორე ადგილზე უძრავი ქონების მენეჯმენტის სექტორია, რომლის დაკრედიტებაც 4.86 მილიარდ ლარს შეადგენს და წლიურად 29%-ით არის გაზრდილი. სერვისების სექტორის საკრედიტო პორტფელი 4.52 მილიარდი ლარია, ზრდა კი 7%-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სექტორში ბანკების მიერ გაცემული სესხები 3.95 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წლიურად 12%-იანი ზრდაა.
ენერგეტიკის სექტორში საკრედიტო პორტფელი ოქტომბრის მდგომარეობით, 3.24 მილიარდი ლარია, წლიური ზრდა კი 26%-ს შეადგენს. სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის სექტორის დაკრედიტებამ 2.94 მილიარდი ლარი შეადგინა და წლიურ ჭრილში 13%-ით მოიმატა.
ამასთან, რამდენიმე მსხვილ სექტორში საკრედიტო პორტფელი წლიურად შემცირდა. საფინანსო ინსტიტუტების დაკრედიტება 29%-ით, 1.08 მილიარდ ლარამდეა შემცირებული. სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში პორტფელი 15%-ით, 2.62 მილიარდ ლარამდე შემცირდა, მძიმე მრეწველობის დაკრედიტება კი - 12%-ით, 701 მილიონ ლარამდე. მცირედით შემცირდა სხვა ვაჭრობის (-4%), სხვა წარმოების (-2%) და სამომხმარებლო საქონლის წარმოების (-2%) სექტორების პორტფელებიც.
ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სახელმწიფო ორგანიზაციების (+443%, 195 მლნ ლარი) და „სხვა“ კატეგორიის (+69%, 726 მლნ ლარი) მიმართულებით დაფიქსირდა. სხვა მსხვილი და საშუალო სექტორებიდან მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა უძრავი ქონების მენეჯმენტი (+29%), ავტომობილების დილერები (+29%, 429 მლნ ლარი), ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები (+29%, 915 მლნ ლარი), ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა (+23%, 1.04 მლრდ ლარი).
სექტორი საკრედიტო პორტფელი 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით - მლნ ლარი ზრდა/კლება % უძრავი ქონების დეველოპმენტი 5,411 მილიონი; 27% უძრავი ქონების მენეჯმენტი 4,865 მილიონი; 29% სერვისი 4,522 მილიონი; 7% სოფლის მეურნეობის სექტორი 3,948 მილიონი; 12% ენერგეტიკა 3,236 მილიონი; 26% სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,940 მილიონი; 13% სასტუმროები და ტურიზმი 2,616 მილიონი; -15% ვაჭრობა (სხვა) 2,170 მილიონი; -4% სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,116 მილიონი; -1% სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,905 მილიონი; -2% სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,304 მილიონი; 10% ჯანდაცვა 1,097 მილიონი; 3% საფინანსო ინსტიტუტები 1,075 მილიონი; -29% ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 1,039 მილიონი; 23% რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 983 მილიონი; 5% წარმოება (სხვა) 926 მილიონი; -2% ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 915 მილიონი; 29% მათ შორის: ექსპორტიორები 844 მილიონი; 7% სხვა 726 მილიონი; 69% მძიმე მრეწველობა 701 მილიონი; -12% ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 610 მილიონი; 3% ავტომობილების დილერები 429 მილიონი; 29% ტელეკომუნიკაცია 287 მილიონი; 5% საბითუმო ლომბარდი 281 მილიონი; 10% ფარმაცევტიკა 263 მილიონი; 15% სახელმწიფო ორგანიზაციები 195 მილიონი; 443% ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 1 მილიონი; -99% სულ ბიზნესი 44,563 მილიონი. 10%
