
რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო I კვარტალში ყველაზე მეტი იაპონური ინვესტიცია საქართველოში?
I კვარტალში საქართველოში იაპონიიდან 12.8 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და ამ მაჩვენებლით იაპონია მეცხრე უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელ სექტორებში და კომპანიებში ჩაიდო პირველ კვარტალში იაპონიიდან ინვესტიციები.
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სექტორები, სადაც იაპონური ინვესტიციები ჩაიდო ასე გამოიყურება:
• საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება
რაც შეეხება კომპანიებს, სადაც ამ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო, მათი ათეული ასე გამოიყურება (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
• შპს ტოიოტა კავკასია • შპს ნოზომი • შპს დიზაინ სტუდიო ნაო • შპს დასავლეთ ევროპისა და იაპონიის სურსათი (დის) • შპს თრუსტოუნ ასეტს • შპს ზე ლითლ პრინც
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში (-37.9 მლნ $) და მთლიანად გასულ წელს (-169 მლნ $), იაპონიიდან ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა. 2023-2024 წლებში კი იაპონიიდან FDI 60 მლნ დოლარს აჭარბებდა.