მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, ყირიმში საწვავის ყიდვას მხოლოდ საოკუპაციო უწყებები შეძლებენ
ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, ყირიმში საწვავის ყიდვას მხოლოდ საოკუპაციო უწყებები შეძლებენ

ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, ყირიმში საწვავის ყიდვას მხოლოდ საოკუპაციო უწყებები შეძლებენ

BM.GE21 ივნისი, 2026, 13:26|bm.ge

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე საწვავის გაყიდვაზე ახალი, მკაცრი შეზღუდვა ამოქმედდა. ყირიმის დე ფაქტო ლიდერის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, საწვავის ყიდვას ვერავინ შეძლებს, გარდა ადგილობრივი საოკუპაციო ხელისუფლებისა და სახელმწიფო სამსახურებისა.

„დღეს, 21 ივნისს, 09:00 საათიდან ყირიმის ავტოგასამართ სადგურებზე შეჩერდა საწვავის გაცემა როგორც ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, ისე ტალონებით ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის“, - განაცხადა აქსიონოვმა.

მისივე განმარტებით, ამიერიდან ნავთობპროდუქტები მხოლოდ სახელმწიფო უწყებებსა და სამსახურებზე გაიცემა.

ყირიმში საწვავის კრიზისის გამწვავება რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მხრიდან მიმდინარე თავდასხმებს უკავშირდება. ავტომობილის საწვავის დეფიციტი, რომელიც თავდაპირველად ანექსირებულ სევასტოპოლსა და ყირიმში დაიწყო, უკვე გავრცელდა რუსეთის დედაქალაქის რეგიონზეც.

ბოლო მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის გადამამუშავებელ ქარხნებზე, საექსპორტო ტერმინალებსა და მილსადენებზე, 20-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. მაისის დასაწყისის მდგომარეობით, ამ თავდასხმების შედეგად რუსეთის ფედერაციისთვის მიყენებულმა ზარალმა 7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU ავიაკომპანიებს უფასო ხელბარგისა და გაუმჯობესებული კომპენსაციების უზრუნველყოფას ავალდებულებს - რა იცვლება?

EU ავიაკომპანიებს უფასო ხელბარგისა და გაუმჯობესებული კომპენსაციების უზრუნველყოფას ავალდებულებს - რა იცვლება?

BM.GE

რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო I კვარტალში ყველაზე მეტი იაპონური ინვესტიცია საქართველოში?

რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო I კვარტალში ყველაზე მეტი იაპონური ინვესტიცია საქართველოში?

BM.GE

ბათუმში საზაფხულო სეზონი 150-მდე მეწარმის გამოფენითა და მუსიკალური პროგრამით გაიხსნა

ბათუმში საზაფხულო სეზონი 150-მდე მეწარმის გამოფენითა და მუსიკალური პროგრამით გაიხსნა

BM.GE

რა ასაკში ყიდულობენ ევროპელები პირველ სახლს?

რა ასაკში ყიდულობენ ევროპელები პირველ სახლს?

BM.GE