რომელი ქვეყნები მოიხმარენ ყველაზე მეტ ყავას?
ყავა მთელ მსოფლიოში ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ქვეყნები, რომლებიც მას ყველაზე დიდი მოცულობით მოიხმარენ, ყავის კულტურით ყველაზე მეტად განთქმული სახელმწიფოები სულაც არ არიან.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო სასოფლო-სამეურნეო სამსახურისა (USDA) და ევროპის ყავის ფედერაციის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული რეიტინგი 96 ქვეყანას 2025/26 წელს გლობალურ მოხმარებაში მათი წილის მიხედვით აფასებს. მოხმარება კი 60-კილოგრამიანი ტომრებით (მწვანე მარცვლის ეკვივალენტით) იზომება.
ყავის მომხმარებელ რვა უმსხვილეს ქვეყანაზე გლობალური მოთხოვნის 51.1% მოდის. წამყვან ბაზრებს შორის აშშ-სა და ბრაზილიასთან ერთად გერმანია, იაპონია, ფილიპინები და ჩინეთიც შედიან.
# ქვეყანა წილი მსოფლიო მოხმარებაში (%) ყავის მოხმარება (ათასი 60-კგ ტომარა) 1 აშშ 14.7 25 550 2 ბრაზილია 12.8 22 280 3 გერმანია 6.4 11 079 4 იაპონია 3.8 6 653 5 ფილიპინები 3.8 6 525 6 ჩინეთი 3.7 6 420 7 კანადა 2.9 5 050 8 საფრანგეთი 2.9 5 033 9 ვიეტნამი 2.8 4 900 10 ინდონეზია 2.8 4 810 11 რუსეთი 2.6 4 575 12 დიდი ბრიტანეთი 2.6 4 570 13 ეთიოპია 2.6 4 500 14 იტალია 2.4 4 137 15 ესპანეთი 2 3 534 - მსოფლიო 100.0 173 459
რეიტინგის ლიდერი აშშ-ია, სადაც მოხმარება 25.6 მილიონ ტომარას აღწევს, რასაც ყავის მუდმივ მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი აუდიტორია განაპირობებს. ყავის ეროვნული ასოციაციის (National Coffee Association) მონაცემებით, ზრდასრული ამერიკელების 66% ყავას ყოველდღიურად სვამს. ეს ფართო სამომხმარებლო ბაზა აშშ-ს მსოფლიოში ყავის ნომერ პირველ იმპორტიორად აქცევს, რადგან ქვეყანა ყავის მარცვლებს თავად ფაქტობრივად არ აწარმოებს.
ამის საპირისპიროდ, ბრაზილია (22.3 მილიონი ტომარა) და აფრიკის უდიდესი ყავის ბაზარი - ეთიოპია (4.5 მილიონი ტომარა) მსხვილი მწარმოებლები არიან, რომლებიც მოსავლის მესამედზე მეტს შიდა მოხმარებისთვის იტოვებენ. ეს ხსნის იმას, თუ რატომ უსწრებს ორივე ქვეყანა რამდენიმე გაცილებით მდიდარ იმპორტიორ სახელმწიფოს.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე გლობალური მოხმარების 23.3% მოდის, ხოლო საუკეთესო ათეულში რეგიონის ხუთი ქვეყანაა წარმოდგენილი. რეგიონის ლიდერები იაპონია და ფილიპინები არიან 3.8-3.8%-ით, რომლებსაც მცირედით ჩამორჩება ჩინეთი (3.7%).
რეგიონებს შორის გლობალური მოხმარების 31.6%-ით ევროპა ლიდერობს, რაც 36 ქვეყანაზე ნაწილდება. მიუხედავად ამისა, გლობალურ ტოპ-ათეულში ევროპული სახელმწიფოებიდან მხოლოდ გერმანია (6.4%) და საფრანგეთი (2.9%) მოხვდნენ.
