მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ქვეყნებიდან იყო "ძალიან დიდი ინტერესი" ანაკლიის პორტის მიმართ? - მინისტრის პასუხი
რომელი ქვეყნებიდან იყო "ძალიან დიდი ინტერესი" ანაკლიის პორტის მიმართ? - მინისტრის პასუხი

რომელი ქვეყნებიდან იყო "ძალიან დიდი ინტერესი" ანაკლიის პორტის მიმართ? - მინისტრის პასუხი

BM.GE6 ივლისი, 2026, 11:57|bm.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წილები არ გაიყიდება, პროექტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პორტს სრულად სახელმწიფო ააშენებს და მართავს.

მისი თქმით, სახელმწიფო იწყებს „ღია და გამჭვირვალე პროცესს“ იმ სტრატეგიული პარტნიორების შესარჩევად, რომლებიც პორტის ოპერირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც პორტის მართვით დაინტერესებული საერთაშორისო სუბიექტები უნდა აკმაყოფილებდნენ და ხაზი გაუსვა, თუ რომელი რეგიონებიდან ფიქსირდება ამ დროისთვის ყველაზე დიდი ინტერესი.

„ძალიან დიდი ინტერესი ფიქსირდება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და გამოკვეთილად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ინტერესი ფიქსირდება ჩინური მხრიდან, ცენტრალური აზიის მხრიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ისევე როგორც დასავლური ქვეყნების კომპანიებიდან.

საქართველოს მთავრობა განაგრძობს იყოს ძალიან ღია პარტნიორი. ჩვენ ვართ ღია და დღეიდან ვიწყებთ ძალიან ღია და გამჭვირვალე პროცესს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტში ჩვენ გვყავდეს არა ერთი სტრატეგიული პარტნიორი, პარტნიორი იმ კომპანიის სახით, სახელმწიფოს წარმომადგენლობით იქნება თუ კერძო კომპანიების, რომელსაც აქვს გამოცდილება საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირების, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ან უკვე აქვს საკუთარი ტვირთნაკადი ან აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს დამატებითი ტვირთნაკადი და ასევე კომპანია, რომელსაც ექნება შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა, რომ მოაწყოს საპორტო, ანუ ამ შემთხვევაში სატერმინალო აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა ღირსეული ოპერირების თვალსაზრისით“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის პროცესი იქნება მაქსიმალურად სიღრმისეული და ყველა დაინტერესებულ უცხოურ მხარეს ექნება სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობა, პროექტის სტრატეგიული წილები არ გაიყიდება.

„რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიების ჩართულობას, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს მფლობელობასთან. წილები არ გაიყიდება, მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ იმისთვის, რომ არ იყოს შემდგომი სპეკულაციები. სახელმწიფო იქნება პორტის 100%-იანი მფლობელი“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საიდან აპირებს მთავრობა ანაკლიის პორტისთვის დამატებით $200 მილიონის მობილიზებას? - მარიამ ქვრივიშვილი

საიდან აპირებს მთავრობა ანაკლიის პორტისთვის დამატებით $200 მილიონის მობილიზებას? - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა

BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა

BM.GE

სეს-მა გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

სეს-მა გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

BM.GE