მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა და გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები
საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა და გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა და გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 17:16|bm.ge

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ავტოპარკის მოცულობამ 2 106 000 ავტომობილი შეადგინა. ამის შესახებ ავტოინდუსტრიის თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.

კვლევის თანახმად, მკვეთრად იცვლება ბაზრის სტრუქტურაც: რეგისტრირებული ავტომობილების ასაკი მცირდება, ხოლო ელექტრომობილებზე მოთხოვნა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

კერძოდ, 2026 წლის 9 თვის მდგომარეობით, საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 2 106 000 ერთეული შეადგინა. მთლიანი ავტოპარკის უდიდეს წილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს (82.6%), მეორე ადგილზეა სატვირთო ავტომობილები (6.2%), ხოლო სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკის წილი 4%-ია.

მიმდინარე წლის 9 თვეში პირველადი რეგისტრაციების რაოდენობა წლიურად 1.8%-ით გაიზარდა და 129.6 ათასი შეადგინა (2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 127.3 ათასი იყო).

განსაკუთრებით თვალშისაცემია ავტოპარკის გაახალგაზრდავების ტენდენცია:

• პირველად რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების საშუალო ასაკი 6.9 წლამდე შემცირდა (2025 წელს ეს მაჩვენებელი 7.3 წელი იყო, ხოლო 2021 წელს - 10.6 წელი). • 0-დან 5 წლამდე ასაკის ავტომობილების წილმა რეგისტრაციებში 38%-ს მიაღწია (2025 წელს – 28%). • 6-დან 10 წლამდე ასაკობრივი კატეგორია 44%-ს შეადგენს (2025 წელს - 56%), ხოლო 11 წლისა და მეტი ხნის ავტომობილების წილი 16-დან 18%-მდეა გაზრდილი.

ელექტრომობილების ბუმი

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ელექტრომობილების ბაზარზე ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა:

მსუბუქი ავტომობილების პირველად რეგისტრაციებში ელექტრომობილების წილმა 9.1% შეადგინა (გასული წლის 4.8%-ის შემდეგ). ჯამში ბაზარს 10,323 ელექტრომობილი შეემატა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელს (5,255 ერთეული).

პირველად რეგისტრაციებში საწვავის ტიპების მიხედვით ბენზინის წილი 55%-მდე შემცირდა, ჰიბრიდული ავტომობილების წილმა 27% შეადგინა, ელექტრომობილებმა - 9%, ხოლო დიზელმა - 7%.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ელექტრომობილების პოპულარობის მკვეთრ ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბენზინსა და დიზელზე ფასების მატებამაც შეუწყო ხელი.

თიბისი კაპიტალის თანახმად, საქართველოს მსუბუქი ელექტრო-ავტოპარკის 70%-ს ამერიკული და იაპონური ბრენდები შეადგენს.

ბრენდებს შორის აბსოლუტური ლიდერია Tesla (44%), რომელსაც მოსდევს Nissan (18%), ხოლო მესამე-მეხუთე პოზიციებს 5-5%-იანი წილით BYD, Volkswagen და BMW ინაწილებენ.

ლიდერი ბრენდები ავტობაზარზე

მთლიან ავტოპარკში, ისევე, როგორც ახალ რეგისტრაციებში, უკონკურენტო ლიდერობას კვლავინდებურად Toyota ინარჩუნებს, თუმცა წელს პირველად, ახალი რეგისტრაციების მოწინავე ბრენდებს შორის Tesla-ც მოხვდა.

TOP-5 ბრენდი საქართველოს მთლიან ავტოპარკში:

• Toyota - 233.3 ათასი ერთეული • Mercedes-Benz - 198.3 ათასი • Ford - 147.8 ათასი • Opel - 145.3 ათასი • BMW - 98.1 ათასი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდატვ პირველი
  • არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 2,6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს​რუსთავი 2
  • გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფსფორმულა
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

ხარისხის სრული ციკლის ერთი უწყების მიერ კონტროლი მომხმარებელთა ინტერესების დაცვას გააუმჯობესებს - ლევან მეხუზლა

ხარისხის სრული ციკლის ერთი უწყების მიერ კონტროლი მომხმარებელთა ინტერესების დაცვას გააუმჯობესებს - ლევან მეხუზლა

BM.GE

რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

Nvidia-ს შემოსავალმა მიმდინარე კვარტალში $115.8 მილიარდს მიაღწია - კომპანიამ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

Nvidia-ს შემოსავალმა მიმდინარე კვარტალში $115.8 მილიარდს მიაღწია - კომპანიამ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE