მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი "გოეთეს ინსტიტუტის" ფილიალების დახურვას გეგმავს
რუსეთი "გოეთეს ინსტიტუტის" ფილიალების დახურვას გეგმავს

რუსეთი "გოეთეს ინსტიტუტის" ფილიალების დახურვას გეგმავს

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 15:46|bm.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთში გერმანიის "გოეთეს ინსტიტუტის" კულტურული ცენტრები დაიხურება.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების, "TASS"–ისა და "Interfax"–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვმა აღნიშნა, რომ "გოეთეს ინსტიტუტის" ფილიალები მოსკოვში, სანკტ–პეტერბურგსა და ეკატერინბურგში შეწყვეტენ მუშაობას.

ეს განცხადება გერმანიის მიერ ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებას მოჰყვა.

გერმანიის საპასუხო რეაქცია ბერლინში "რუსული სახლის" კულტურული ცენტრისა და ქალაქ ბონში რუსეთის საკონსულოს დახურვას მოიცავდა.

"რა თქმა უნდა, ისინი დაიხურება მას შემდეგ, რაც ჩვენი კულტურული ცენტრი იქიდან [ბერლინიდან] გამოაძევეს. მათ ეს ნაბიჯი განზრახ გადადგეს – შეუძლებელია ეს არ სცოდნოდათ – რაც ნიშნავს მათი კულტურული ყოფნის დასრულებას რუსეთში", – განაცხადა ლავროვმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

მან ასევე დასძინა, რომ კულტურული ცენტრები აქამდე ღია რჩებოდა "დასავლეთთან ურთიერთობაში უკრაინის გამო შექმნილი ყველა სირთულის მიუხედავად".

რუსეთი ასევე იმუქრება დამატებითი ზომების მიღებით, რაც შესაძლოა სანკტ–პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვასაც გულისხმობდეს.

ცნობისთვის, რუსეთში პირველი "გოეთეს ინსტიტუტი" მოსკოვში 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე გაიხსნა.

ეს კულტურული ორგანიზაცია მსოფლიოს დაახლოებით 100 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მისი მიზანი გერმანული ენის შესწავლის პოპულარიზაცია და გერმანიის კულტურისა და საზოგადოების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

"გოეთეს ინსტიტუტი" ერთ–ერთი ბოლო გერმანული დაწესებულებაა, რომელიც რუსეთში ჯერ კიდევ მუშაობდა. მოსკოვმა რამდენიმე უცხოურ ორგანიზაციას "არასასურველის" სტატუსი მიანიჭა, რითაც მათი საქმიანობა ფაქტობრივად აკრძალა.

2018 წელს რუსეთმა გაერთიანებულ სამეფოსთან დიპლომატიური დავის ფონზე "ბრიტანეთის საბჭოს" (British Council) ფილიალების დახურვის განკარგულებაც გასცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად 4 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავსიმედი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
  • პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისფორმულა
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

II კვარტალში საქართველოში ბიზნესი 828 354 ადამიანს ასაქმებდა|დარგობრივი სტრუქტურა

II კვარტალში საქართველოში ბიზნესი 828 354 ადამიანს ასაქმებდა|დარგობრივი სტრუქტურა

BM.GE

საქართველოს რუსული პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის შეძენა გაუძვირდა | TOP-იმპორტიორი ქვეყნები

საქართველოს რუსული პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის შეძენა გაუძვირდა | TOP-იმპორტიორი ქვეყნები

BM.GE

ასეთ ხმაურიან ცვლილებებს ჩუმად ისეთი ცვლილებებიც მოჰყვება, რაც გადამხდელის მდგომარეობას აუარესებს - ექსპერტი ქონების გადასახადზე

ასეთ ხმაურიან ცვლილებებს ჩუმად ისეთი ცვლილებებიც მოჰყვება, რაც გადამხდელის მდგომარეობას აუარესებს - ექსპერტი ქონების გადასახადზე

BM.GE

II კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾67.5 მილიარდამდე გაიზარდა|როგორია სექტორული განაწილება?

II კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾67.5 მილიარდამდე გაიზარდა|როგორია სექტორული განაწილება?

BM.GE