მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

იმედი|imedinews.ge

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან და შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან 18 წელი გავიდა, - ამის თაოვაზე აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები: ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე მომავალი წევრები - ავსტრია და პორტუგალია ავრცელებენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ მეზობლების მიმართ რუსეთის უფრო აგრესიული პოზიციის დასაწყისი აჩვენა და რუსეთმა განაგრძო ეს გზა უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობლების წინააღმდეგ უგუნური და საშიში ქმედებებით. განცხადების ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ისინი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვიმეორებთ 18 წლიან მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 146 სტატია.

  • რა ღირს საწვავი აფხაზეთშიBM.GE
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • „ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ“ - შარმანაშვილი ვერ ამბობს, გადის თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი რუსეთშიტვ პირველი
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

ნიკა გვარამია: 40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნებოდა. პრინციპში, 4 მილიონიც ეყოფოდა

ნიკა გვარამია: 40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნებოდა. პრინციპში, 4 მილიონიც ეყოფოდა

იმედი

ჯეი დი ვენსი: ეკონომიკური ზეწოლა ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ყველაზე ეფექტური იარაღია

ჯეი დი ვენსი: ეკონომიკური ზეწოლა ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ყველაზე ეფექტური იარაღია

იმედი

ზუგდიდის მერია: შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტიანი  განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა

ზუგდიდის მერია: შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა

იმედი

ანა წითლიძე: ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“, მერე „მთავარი არხი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვა. თვეში 85 ათასი ლარი ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდა