მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები მაისში 32%-ით გაიზარდა
რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები მაისში 32%-ით გაიზარდა

რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები მაისში 32%-ით გაიზარდა

BM.GE3 ივნისი, 2026, 22:53|bm.ge

მიმდინარე წლის მაისში რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32.4%-ით გაიზარდა და $9.3 მილიარდი შეადგინა.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მონაცემები მიუთითებს, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეულმა ნავთობის გაძვირებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სექტორი რუსეთის მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით მეხუთედს უზრუნველყოფს.

რაც შეეხება წინა თვესთან შედარებას, მაისის მაჩვენებელი აპრილთან შედარებით 20.7%-ით შემცირდა. მიმდინარე კლება უკავშირდება აპრილის თვეში მოგებაზე მიბმულ ციკლურ გადასახადებს, რომელთა ასახვაც მაისში აღარ მომხდარა.

პარალელურად, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ნავთობისა და გაზის სექტორიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა თითქმის $41.2 მილიარდი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ით ნაკლებია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რუსეთის 2026 წლის ბიუჯეტის პროგნოზით, ნავთობისა და გაზის სექტორიდან წლის განმავლობაში $122.5 მილიარდის მიღებაა დაგეგმილი. მიმდინარე წელს ქვეყნის მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების $553.4 მილიარდით განსაზღვრა არის პროგნოზირებული.

ცნობისთვის, რუსეთი აშშ-ისა და საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობის მესამე უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში. ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი კრემლის მთავარი ფინანსური წყაროა, რომელსაც მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასაფინანსებლად აქტიურად იყენებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 245 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
  • POLITICO: რუსეთი ინდოეთის გავლით ბრიტანული და ევროპული ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებსიმედი
რუსეთის →ნავთობის →

მსგავსი სტატიები

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE