მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისია
რუსეთის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისია

რუსეთის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისია

BM.GE3 ივნისი, 2026, 10:00|bm.ge

რუსეთის უმსხვილესი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების, Эталон-ისა და Самолет-ის აქციების შეფასება საფონდო ბირჟაზე საგრძნობლად შემცირდა, რაც პირდაპირ კავშირშია რუსეთში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მკვეთრ კლებასა და ბაზარზე არსებულ არახელსაყრელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზრის ამგვარი გაუარესება რამდენიმე კომპლექსურმა ფაქტორმა გამოიწვია. პირველ რიგში, ქვეყანაში მასობრივი სახელმწიფო შეღავათიანი იპოთეკური პროგრამების დასრულებამ მოსახლეობისთვის ბინების ხელმისაწვდომობა მინიმუმამდე დაიყვანა.

ამას დაემატა რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ძირითადი საპროცენტო განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, რამაც კომერციული იპოთეკური სესხები იმდენად გააძვირა, რომ პოტენციური მყიდველების უდიდესმა ნაწილმა ბინის შეძენაზე უარი თქვა ან პროცესი გაურკვეველი ვადით გადადო. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან რუსეთში ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 14.5%-ია, ხოლო იპოთეკური სესხების ღირებულება, რიგ შემთხვევაში, 20%-ს აჭარბებს.

საბოლოო ჯამში, მაღალმა საპროცენტო განაკვეთმა, მზარდმა ინფლაციამ და ზოგადმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შეამცირა, რამაც უძრავი ქონების ბაზარზე რეცესია გამოიწვია.

ბაზრის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ მოთხოვნის ვარდნა დეველოპერებს აიძულებს თავიანთ საფასო პოლიტიკას გადახედონ და მშენებლობის ტემპი შეამცირონ.

ამასთან, თუ ცენტრალური ბანკი განაკვეთების შემცირებას არ დაიწყებს, სამშენებლო სექტორში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე.

ამ ეტაპზე, მსხვილი დეველოპერული კომპანიების აქციების შეფასება მოსკოვის საფონდო ბირჟაზე საშუალოდ 60%-ით არის შემცირებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

BM.GE

აშშ-მა ირანის უმსხვილეს კრიპტო ბირჟას სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის უმსხვილეს კრიპტო ბირჟას სანქციები დაუწესა

BM.GE

EBRD-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაიზარდა

EBRD-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაიზარდა

BM.GE

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს 12:00 საათზე ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს 12:00 საათზე ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

BM.GE