მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა
რუსეთმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

რუსეთმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

BM.GE29 ივლისი, 2026, 20:04|bm.ge

რუსეთი ბენზინის ექსპორტზე მოქმედ შეზღუდვას წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განუცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აკრძალვა გაფართოვდეს როგორც მწარმოებლებზე, ასევე ნავთობკომპანიებზე. ანუ შეზღუდვა წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - თქვა მან.

როგორც რუსეთის სამთავრობო სააგენტო TASS წერს, ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა "ბაზრის აღდგენისთანავე" მოიხსნება. აქამდე მოქმედი რეგულაციით, რუსეთს ბენზინის ექსპორტი 31 ივლისამდე ჰქონდა აკრძალული.

უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინა რუსეთის ქალაქებს დრონებით ინტენსიურად უტევს. უკრაინის თავდაცვის ძალები უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში. უკრაინის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მათი მიზანია ამ გზით კრემლს ომის შეწყვეტა აიძულონ. დრონებით თავდასხმების გამო რუსეთის ზოგიერთ რეგიონში საწვავი მწვავე დეფიციტია და ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

BM.GE

სიმონ ჯანაშია PISA-ზე: "გვაჩვენებს არა იმას, თუ რა იციან მოსწავლეებმა, არამედ იმას, რაც ამ ტესტისთვის გამოიმუშავეს"

სიმონ ჯანაშია PISA-ზე: "გვაჩვენებს არა იმას, თუ რა იციან მოსწავლეებმა, არამედ იმას, რაც ამ ტესტისთვის გამოიმუშავეს"

BM.GE

დეველოპერების გაყიდვების მინიმუმ 60% შიდა განვადებებზე მოდის... ნებართვების ტემპი უნდა შემცირდეს - ზუკა თავყელიშვილი

დეველოპერების გაყიდვების მინიმუმ 60% შიდა განვადებებზე მოდის... ნებართვების ტემპი უნდა შემცირდეს - ზუკა თავყელიშვილი

BM.GE

The Beatles-ის კვალი მეცნიერებაში - ჯგუფის სიმღერები 3 000-ზე მეტი სტატიის სათაურშია გამოყენებული

The Beatles-ის კვალი მეცნიერებაში - ჯგუფის სიმღერები 3 000-ზე მეტი სტატიის სათაურშია გამოყენებული

BM.GE