მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა საავიაციო ნავთის ექსპორტი დროებით აკრძალა
რუსეთმა საავიაციო ნავთის ექსპორტი დროებით აკრძალა

რუსეთმა საავიაციო ნავთის ექსპორტი დროებით აკრძალა

BM.GE1 ივნისი, 2026, 18:30|bm.ge

რუსეთმა საავიაციო ნავთის ექსპორტი დროებით 2026 წლის 30 ნოემბრამდე აკრძალა - ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა.

„ახალი დადგენილებით შემოღებულია დროებითი აკრძალვა რუსეთიდან რეაქტიული ძრავების საწვავის გატანაზე, მათ შორის ბირჟაზე შეძენილზეც. შეზღუდვა ძალაშია 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით“, — ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილება მიღებულია საწვავის შიდა ბაზარზე „სტაბილური სიტუაციის უზრუნველსაყოფად“.

RBC წერს, რომ რუსეთი საავიაციო ნავთის ექსპორტზე ემბარგოს პირველად აწესებს. მანამდე, 2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ქვეყანამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის უკვე არაერთხელ შეზღუდვები საზღვარგარეთ ბენზინისა და დიზელის საწვავის მიწოდებაზე შემოიღო.

1 აპრილიდან 31 ივლისამდე ქვეყანაში ბენზინის ექსპორტის სრულად აიკრძალა, რაც მაღალი მოთხოვნის პერიოდში დეფიციტის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. პარალელურად, გრძელდება დროებითი აკრძალვა დიზელის საწვავის ექსპორტზე არამწარმოებლებისთვის (ტრეიდერები, ნავთობბაზები და მცირე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები). რუსული მედიის ცნობით, ახლა ხელისუფლება ამ შეზღუდვების ბაზრის ყველა მონაწილეზე გავრცელების შესაძლებლობას განიხილავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 239 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • POLITICO: რუსეთი ინდოეთის გავლით ბრიტანული და ევროპული ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებსიმედი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE