მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა სომხური კალმახი თურქულით და ირანულით ჩაანაცვლა
რუსეთმა სომხური კალმახი თურქულით და ირანულით ჩაანაცვლა

რუსეთმა სომხური კალმახი თურქულით და ირანულით ჩაანაცვლა

BM.GE11 ივნისი, 2026, 16:14|bm.ge

რუსეთმა სომხეთიდან მიწოდების ჩასანაცვლებლად სხვა ქვეყნებიდან თევზის იმპორტი გაზარდა, ამის შესახებ „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელმა, სერგეი დანკვერტმა, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

საქმე ის არის, რომ რუსეთმა სომხეთიდან ცოცხალი თევზის შეტანა ორი კომპანიის გარდა, ყველა სომხური კომპანიისთვის შეზღუდა.

„ჩვენ გვესმოდა, რომ შეზღუდვების დაწესება მოგვიწევდა. ამის დასაბალანსებლად, პარალელურად ვხსნიდით მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან. მაგალითად, კალმახის მიწოდების კუთხით გადავერთეთ ირანსა და თურქეთზე. ზოგადად, რაც უფრო მეტი მომწოდებელი გვყავს, მით უფრო გვიადვილდება მუშაობა. ხომ იცით, თუ ვინმე ერთზე ვართ დამოკიდებული, მაშინ შეიძლება რომელიმე პროდუქტის დეფიციტი შეიქმნას. ახლა ასე არ არის, ჩვენ დიდი არჩევანი გვაქვს“, - განაცხადა დანკვერტმა.

საქმე ისაა, რომ „როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილებით, 2 ივნისიდან სომხეთს რუსეთში მისაწოდებელი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქციის ვეტერინარული სერტიფიცირება უნდა შეეწყვიტა. 21-დან 27 მაისამდე რუსული უწყების სპეციალისტებმა სომხური თევზგადამმუშავებელი საწარმოები შეამოწმეს და კალმახის მოსაშენებელ და შესანახ მეურნეობებს ეწვივნენ. საწარმოების დაახლოებით 50%-მა შემოწმებაზე უარი თქვა.

რუსულმა მხარემ სომხეთის კომპეტენტურ ორგანოებს მოსთხოვა, შეეჩერებინათ რუსეთის ფედერაციაში ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქტების მიწოდებისთვის ვეტერინარული სერტიფიკატების გაფორმება ყველა კომპანიისთვის, გარდა იმ ორი საწარმოსი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონტროლი. შეზღუდვები ძალაში ვითარების მოგვარებამდე იქნება.

სპირტიანი სასმელები, თევზი, ყვავილები... |2025 წელს რუსეთში სომხეთის ექსპორტი $2.9 მილიარდი იყო

ამასთან, „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, კურკოვანი ნაყოფისა და ყურძნის, ასევე თესლოვანი კულტურებისა და ჩირის შეტანა აკრძალა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფერმერებს იმ გაფუჭებული მოსავლის ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა, რომლის რუსეთში გაგზავნასაც ისინი მოსკოვის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო ვერ შეძლებენ.

ამას წინ უძღოდა 2025 წელს სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროული წევრობა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ერევანი საკუთარ დღის წესრიგს ორივე კავშირს მანამდე შეუსაბამებს, სანამ ეს შესაძლებელი იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის შესახებ და ასეთ შემთხვევაში „რბილი და ინტელიგენტური განქორწინების“ გზა შესაძლებელი იქნებოდა. ასტანაში 29 მაისს გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემდგომი დარჩენის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენაიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

BM.GE

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

BM.GE

"მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია" - სებ-ი მოსახლეობას გახშირებულ ციფრულ პირამიდულ სქემებზე აფრთხილებს

"მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია" - სებ-ი მოსახლეობას გახშირებულ ციფრულ პირამიდულ სქემებზე აფრთხილებს

BM.GE

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

BM.GE