მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა სომხური მინერალური წყლის "ჯერმუკის" იმპორტი და რამდენიმე სახეობის ღვინის და კონიაკის გაყიდვები შეაჩერა
რუსეთმა სომხური მინერალური წყლის "ჯერმუკის" იმპორტი და რამდენიმე სახეობის ღვინის და კონიაკის გაყიდვები შეაჩერა

რუსეთმა სომხური მინერალური წყლის "ჯერმუკის" იმპორტი და რამდენიმე სახეობის ღვინის და კონიაკის გაყიდვები შეაჩერა

BM.GE24 მაისი, 2026, 15:05|bm.ge

რუსეთმა სომხური მინერალური წყლის "ჯერმუკის" იმპორტი და რამდენიმე სახეობის ღვინის და კონიაკის გაყიდვები შეაჩერა.

კერძოდ, „როსპოტრებნადზორმა“(რუსეთის მომხმარებელთა დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) სომხეთიდან "ჯერმუკის" წყლის იმპორტის აკრძალვა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციასთან პროდუქტის შეუსაბამობით ახსნა. როგორც Forbes.ru წერს, აკრძალვა შეეხო 37 მილიონ ბოთლ წყალს, მათ შორის მინერალურ, ნატურალურ, სამკურნალო და სუფრის სასმელ და გაზიან წყლებს.

"2026 წლის 22 მაისიდან, როსპოტრებნადზორმა დააწესა დროებითი სანიტარული ღონისძიება, რომლითაც შეაჩერა შემდეგი საკვები პროდუქტების იმპორტი და მიმოქცევა რუსეთის ფედერაციაში: „ჯერმუკის ბუნებრივი სამკურნალო სუფრის მინერალური სასმელი გაზიანი წყალი“, წარმოებული სს „ჯერმუკის ჯგუფის“ მიერ.

წყალში აღმოჩნდა ბიკარბონატის იონების, ქლორიდების და სულფატების ჭარბი დონე. პროდუქტის სამკურნალო თვისებების არასწორმა წარმოდგენამ შეიძლება გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუარესება", - წერია "როსპოტრებნადზორის" განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყებამ ასევე შეაჩერა სომხეთიდან იმპორტირებული რამდენიმე კონიაკისა და ღვინის გაყიდვაც. შეზღუდვები შეეხო „ვედი-ალკოს“, აბოვიანის ბრენდის ქარხნისა და „შაჰნაზარიანის ღვინისა და ბრენდის სახლის“ მიერ წარმოებულ ალკოჰოლურ სასმელებს: „გეტაპ ვერნაშენის“ ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, „ვედი ალკო ხარჯის“ მშრალი თეთრი ღვინო, „T3 ლეგენდები“ „ARNI“, „სომხური კონიაკი 5 ვარსკვლავი“ და შვიდი წლის „შაჰნაზარიანის“ კონიაკი XO. სააგენტომ ამ პროდუქტების მიმოქცევიდან ამოღება ბრძანა.

ცნობისთვის, მანამდე, რამდენიმე დღის წინ, „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან ხილის, ბოსტნეულის და ყვავილების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც განაცხადა. სააგენტოს განმარტებით, 22 მაისიდან რესპუბლიკიდან ყვავილების იმპორტი დროებით შეიზღუდა „რუსეთის ფიტოსანიტარიული უსაფრთხოებისა და ექსპორტის პოტენციალის დასაცავად“.

შეგახსენებთ, 2026 წლის მაისის დასაწყისში, სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი სიამოვნებით გაწევრიანდება ევროკავშირში. პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა კი თქვა, რომ ფაშინიანი რუსეთის მიმართ „არამეგობრულ პოლიტიკას“ ატარებს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაც მსგავსად იქცეოდა და „ამისგან კარგი არაფერი გამოვა“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE