მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთში იაროსლავლის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ უკრაინული თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
რუსეთში იაროსლავლის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ უკრაინული თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

რუსეთში იაროსლავლის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ უკრაინული თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 15:43|bm.ge

რუსეთში, "სლავნეფტ-იაროსლავნეფტეორგსინთეზის" (YANOS) ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს უკრაინული დრონების თავდასხმამ საწარმოს აღჭურვილობა დააზიანა - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ოთხმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა Telegram-ზე განაცხადა, რომ რეგიონმა დრონებით განხორციელებული მასშტაბური იერიში მოიგერია.

"ჩამოგდებულია სამოცდახუთი დრონი. მსხვერპლი არ არის. ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა დაზიანდა, ხანძრის ჩაქრობა კი აქტიურად მიმდინარეობს", - დაწერა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს დაადასტურა, რომ უკრაინამ ღამით იაროსლავლის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა. აღნიშნული ობიექტი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 250 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

წყაროების ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანდა ქარხნის პირველადი გადამუშავების ძირითადი დანადგარი "АВТ-3", რომლის სიმძლავრეც დღეში 17 140 მეტრულ ტონაა, რაც საწარმოს გადამუშავების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 40%-ია.

ქარხანას პირველადი გადამუშავების კიდევ ორი დანადგარი გააჩნია: "АТ-4", ნომინალური სიმძლავრით დღეში 11 430 ტონა (საერთო სიმძლავრის 27%), და "АВТ-4", სიმძლავრით დღეში 14 300 ტონა (საერთო სიმძლავრის 33%).

როგორც წყაროებმა აღნიშნეს, "АВТ-4" დანადგარი უკვე სარემონტო რეჟიმში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც ის 28 აგვისტოს განხორციელებული წინა თავდასხმისას დაზიანდა.

ბაზრის მონაწილეთა ცნობით, ხუთშაბათს იაროსლავლის ქარხნის მიერ წარმოებული საწვავი შიდა სასაქონლო ბირჟაზე გასაყიდად აღარ გამოუტანიათ.

YANOS-ს კომპანია "სლავნეფტი" ფლობს, რომელსაც Rosneft და Gazprom Neft ერთობლივად აკონტროლებენ. ქარხნის გადამუშავების საერთო სიმძლავრე დღეში 300 000 ბარელს, ანუ წელიწადში 15 მილიონ მეტრულ ტონას შეადგენს.

ინდუსტრიული წყაროების თანახმად, 2024 წელს YANOS-ის ქარხანამ 14.9 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშავა და გამოუშვა 2.6 მილიონი ტონა ბენზინი, 4.0 მილიონი ტონა დიზელი და 4.7 მილიონი ტონა მაზუთი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • ოქტომბერში რუსეთის არმიის დანაკარგებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — 54 400 სამხედროფორმულა
  • რუსეთი "ოცნების" პოლიტიკით კმაყოფილია - მორიგი ქება მოსკოვიდანტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ

BM.GE

შშმ პირების პერსონალური ასისტენტები საშემოსავლო გადასახადს 2% გადაიხდიან | კანონპროექტი

შშმ პირების პერსონალური ასისტენტები საშემოსავლო გადასახადს 2% გადაიხდიან | კანონპროექტი

BM.GE

Binance-იდან მომხმარებლებმა $3.6 მილიარდის აქტივები გაიტანეს

Binance-იდან მომხმარებლებმა $3.6 მილიარდის აქტივები გაიტანეს

BM.GE

გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)

გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)

BM.GE