მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს
რუსეთში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს

რუსეთში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 00:58|bm.ge

მოსკოვში ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი, თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. კერძოდ, მოკლულია ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და ქალიშვილი.

მოსკოვის პროკურატურაში ТАСС-ს განუცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში სასამართლო, პროკურორის მონაწილეობით, განიხილავს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხს.

3 ოქტომბერს მოსკოვში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში ТАСС-ს განუცხადეს, მოკლული ქალი აღმოჩნდა 1972 წელს დაბადებული მეწარმე ელენა წერეთელი. ის რესტორატორ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლეა. ისინი ერთად ფიქსირდებიან შპს „დანიკის“ დამფუძნებლებად, რომელიც 1992 წლიდან უძრავი ქონების გაქირავებითა და მართვით არის დაკავებული. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ეჭვმიტანილის ავტოფარეხში ასევე აღმოჩენილია მოკლული მეწარმე ქალის 19 წლის ქალიშვილის ცხედარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 250 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ოქტომბრის ბოლომდე აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზად არისიმედი
  • ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააძლიერებსფორმულა
  • რუსეთის იაროსლავლის ოლქში პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლატვ პირველი
  • საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი​რუსთავი 2
რუსეთის →ყოფილი →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

"6 700 მსხვილ ბიზნესს ვემსახურებით" - რა აქცევს "თიბისის" კორპორატიული მიმართულებით საუკეთესოდ?

"6 700 მსხვილ ბიზნესს ვემსახურებით" - რა აქცევს "თიბისის" კორპორატიული მიმართულებით საუკეთესოდ?

BM.GE

ავტომობილები შესაძლოა კიდევ 15-20%-ით გაძვირდეს - ალექსი ნონიაძე

ავტომობილები შესაძლოა კიდევ 15-20%-ით გაძვირდეს - ალექსი ნონიაძე

BM.GE

საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა - ვინ დააჯილდოვა კახა კალაძემ?

საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა - ვინ დააჯილდოვა კახა კალაძემ?

BM.GE