მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთთან დაკავშირებულმა ქსელმა სანქციების გვერდის ავლით $6.9 მილიარდი გადარიცხა
რუსეთთან დაკავშირებულმა ქსელმა სანქციების გვერდის ავლით $6.9 მილიარდი გადარიცხა

რუსეთთან დაკავშირებულმა ქსელმა სანქციების გვერდის ავლით $6.9 მილიარდი გადარიცხა

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 01:50|bm.ge

Financial Times-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ კრემლთან დაკავშირებულმა საგადახდო ჯგუფმა, A7-მა საერთაშორისო საბანკო სისტემის და სანქციების გვერდის ავლით $6.9 მილიარდზე მეტის მოცულობის კაპიტალი ფიქტიური კომპანიებისა და გაყალბებული დოკუმენტაციის გამოყენებით გაატარა.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დასავლური საგადახდო სისტემების ალტერნატივად შექმნილი A7-ის ანგარიშებიდან თანხები მსხვილ გლობალურ ბანკებში ირიცხებოდა. ტრანზაქციების ნაწილი პირდაპირ უკავშირდებოდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამხედრო სექტორის შესყიდვებს. კერძოდ, ჰონგ-კონგში Standard Chartered-ის ანგარიშებზე A7-თან დაკავშირებული პირებისგან $1.1 მილიარდი ჩაირიცხა, ხოლო First Abu Dhabi Bank-ში გახსნილი ანგარიშებიდან $1.8 მილიარდზე მეტის გადარიცხვა დაფიქსირდა. ფინანსურ ნაკადებს ასევე იღებდნენ DBS-ის, Citigroup-ის, Deutsche Bank-ისა და JPMorgan-ის კლიენტები.

როგორც ირკვევა, სანქციებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო შემოწმებების გვერდის ავლით, ჯგუფი 100-ზე მეტ ფიქტიურ კომპანიას, გაყალბებულ ინვოისებსა და შეცვლილ საბაჟო კოდებს იყენებდა.

First Abu Dhabi Bank-მა განაცხადა, რომ A7-თან დაკავშირებული ყველა გამოვლენილი ანგარიში უკვე დაიხურა, ხოლო Standard Chartered-ში, Citigroup-ში, JPMorgan-სა და Deutsche Bank-ში კი განაცხადეს, რომ AML სტანდარტების დაცვის ერთგულნი რჩებიან, თუმცა დეტალური კომენტარისგან თავი შეიკავეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 273 სტატია.

  • ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩესფორმულა
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
  • რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს - იაროსლავლში ხანძარიატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE