ორიგინალი
"რუსთაველის გავლას რამდენიმე წამის ნაცვლად წუთები დასჭირდება" - მევლუდ მელაძე მოძრაობის ახალ სქემაზე
BM.GE·16:09

"რუსთაველის გავლას რამდენიმე წამის ნაცვლად წუთები დასჭირდება" - მევლუდ მელაძე მოძრაობის ახალ სქემაზე

27 ნოემბერი, 2026 · 16:09

რუსთაველის რეაბილიტაცია და გამზირზე შუქნიშნების ახალი სქემით მოძრაობის ორგანიზება ქალაქის გამტარუნარიანობას კიდევ უფრო შეამცირებს და ცენტრს ჩახერგავს - ამის შესახებ "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ გადაცემა BMG AUTO-ში სტუმრობისას განაცხადა.

ცნობისთვის, რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო სქემა შეიცვლება. თბილისის მერი განცხადებით, ამგვარად ცენტრალურ გამზირზე კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება. ახალი სქემით, სანაპიროდან პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით, პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა გახდება შესაძლებელი.

მისი შეფასებით, პროექტი, რომელიც უცხოურ კომპანიებს ეკუთვნით და ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობის გარეშე მომზადდა, ერთი შეხედვით კომფორტულ გადაწყვეტებს გვთავაზობს, თუმცა რეალობაში მოძრაობას რამდენიმე წუთით შეაფერხებს, რაც ჯაჭვურ კოლაფსს გამოიწვევს. მევლუდ მელაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება შუქნიშნის ფაზების გახანგრძლივებას და ნაკადების რამდენიმე ეტაპად დაბლოკვას გამოიწვევს.

"რუსთაველის გამზირზე, როგორც გეგმაშია და როგორც უნდა იყოს მოწყობილი შუქნიშნები, ერთი შეხედვით თითქოს კარგია - სანაპიროდან წრეს აღარ დაარტყამ, პირდაპირ ახვალ და გადაჭრი ზედა უბანში - მთაწმინდაზე. მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თუ თავისუფლების მოედნიდან მომავალს მარცხნივ ახვევა და ასვლა შეუძლია, სანაპიროდან მომავალს - პირდაპირ გაჭრა, ხოლო მელიქიშვილიდან მომავალს - მარჯვნივ შესვლა, შუქნიშნის კონკრეტული მხარეები რამდენიმეჯერ უნდა დაიბლოკოს, რათა თითოეულ ნაკადს ცალ-ცალკე მიეცეს მანევრირების საშუალება.

ეს იმას ნიშნავს, რომ გაჩერების დრო საკმაოდ დიდი იქნება. რადგან გამზირზე რამდენიმე ასეთი შუქნიშანია დაგეგმილი, გამოდის, რომ რუსთაველის გავლას, რომელსაც სულ რამდენიმე წამი სჭირდებოდა, ახლა რამდენიმე წუთი დასჭირდება. ეს წუთები კი შეფერხებას გამოიწვევს, თუ, რა თქმა უნდა, უმაღლესი დონის სინქრონიზაცია არ გაკეთდა", - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

ავტოფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ დედაქალაქის მთავარი კვანძების პროექტირება უცხოურ კომპანიებს მიანდეს, რომლებმაც ადგილობრივი რეალობა და გეოგრაფიული სპეციფიკა სრულყოფილად ვერ გაითვალისწინეს, ქართველი სპეციალისტები კი პროცესს სრულად ჩამოაშორეს.

"თავისუფლების მოედნის ბოლო დაბოლოების სქემა თუ გაქვთ ნანახი, ჩემი აზრით, ის, ვინც ეს ნაშრომი გააკეთა და ეს ნახაზი შეადგინა, უბრალოდ დამნაშავეა ჩვენს წინაშე. ეს პროექტები და კვლევები უცხოურმა კომპანიებმა შეადგინეს. ჩვენ ვენდეთ ამ უცხოელ სპეციალისტებს ისე, რომ ქართველი სპეციალისტების ჩართულობა ან საერთოდ არ ყოფილა, ან მხოლოდ ფორმალური კითხვა-პასუხის დონეზე შემოიფარგლა.

არ ჩართეს ის ხალხი, ვისაც ეს საცობი ყველაზე მეტად ეტკინებოდა. უცხოურმა კომპანიამ ნაშრომი დადო, წავიდა და ჩვენ ამას "ხუთოსანივით" ზედმიწევნით მივყვებით. არადა, ამ ქვეყანასა და ამ ქალაქში ჩვენ ვცხოვრობთ. დღეს თუ რაიმე შეცდომა დაუშვეს, ხვალ მის საფასურს ისევ ჩვენ გადავიხდით. ამიტომ ადგილობრივებს გაცილებით მეტად შეგვტკივა გული და ჩვენი მონაწილეობით მსჯელობა ბევრად უფრო სიღრმისეული იქნებოდა", - აღნიშნავს ის.

მელაძის ხედვით, რუსთაველის პროექტი იმ არასწორი სატრანსპორტო ხედვის გაგრძელებაა, რომელიც ქალაქში რამდენიმე წელია ვითარდება - როდესაც გზების გამტარუნარიანობის გაზრდის ნაცვლად, მთელი დატვირთვა შუქნიშნებზე გადადის.

"თბილისში, სიმჭიდროვის კოეფიციენტით, კვადრატულ კილომეტრზე მცხოვრებთა რაოდენობით ევროპულ დედაქალაქებს არათუ ვუსწრებთ, ჩამოვრჩებით კიდეც, თუმცა განაშენიანება კატასტროფულად არასწორია. სადაც ბინები ძვირია, იქ გაიცა ნებართვები და ჩაიდგა მაღალსართულიანი კორპუსები, რომლებსაც გამჭოლი ქუჩები არ გააჩნია. შედეგად, ერთი არასწორი პარკირებაც კი საცობის მაპროვოცირებელია.

ამას ემატება ის, რომ გზების ჩახერგვის თავიდან ასაცილებლად ყველგან მხოლოდ შუქნიშნებს ამატებენ. იმის მაგივრად, რომ სადმე მაინც გაკეთებულიყო ორი მკვეთი გზის სხვადასხვა დონეზე, შრეებად აცდენა, მსგავსი საინჟინრო გადაწყვეტა დედაქალაქში საერთოდ არ გვაქვს. მხოლოდ შუქნიშნებს ვამონტაჟებთ და გვინდა, რომ ერთმა შუქნიშანმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულება არეგულიროს, რაც მოძრაობას პარალიზებას უქადის", - აცხადებს ავტომბროლელი.

მელაძე იხსენებს, რომ არასწორი ურბანული პოლიტიკის საფრთხეებზე წლების წინაც საუბრობდა, თუმცა დღეს ქალაქი ისეთ ჩიხშია შესული, რომ სიტუაციის გამოსწორებას გაცილებით დიდი რესურსი დასჭირდება: "პირველივე წლებში, როგორც კი ამ პროექტებზე მუშაობა დაიწყო, საგრძნობი იყო, რომ არასწორი მიმართულებით მივდიოდით. ყოველთვის რჩევის ტონით მივმართავდი პასუხისმგებელ პირებს, რომ გადაგვეხედა ამ გადაწყვეტილებებისთვის, რადგან ზუსტად იმ სურათს მივიღებდით, რაც დღეს გვაქვს. ქალაქი უკვე ჩახერგილია და უკან გადახვევა ძალიან ძნელია. თუ ადრე ვამბობდი, რომ ვითარების დალაგებას ექვსი თვე ეყოფოდა, დღეს ეს დრო საკმარისი აღარ არის. ქალაქის მერი ხშირად ეყრდნობა კვლევებს, რაც თავისთავად ძალიან ძვირი ჯდება და კერძო პირები ამას ვერ დავუკვეთავთ. თუმცა აუცილებელია, ამ პროცესში ადგილობრივი სპეციალისტები ჩართონ".

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის 26 ნოემბრის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება, თუმცა საახალწლო ღონისძიებების გამო შუქნიშნები მოგვიანებით ჩაირთვება. გადაიდება გამზირის დახაზვის სამუშაოებიც.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე კომპანია - შპს "სმარტ სოლუშენსი" გამოცხადდა. სავარაუდო ფასის - 19,954,650 ლარის ნაცვლად, კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რუსთაველის გავლას რამდენიმე წამის ნაცვლად წუთები დასჭირდება" - მევლუდ მელაძე მოძრაობის ახალ სქემაზე

თემა: რამდენიმე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • იმედი·12:01
    აშშ-ის ბიუჯეტის ოფისის ხელმძღვანელი: USAID-ის ფაილები გუშინ გამოვაქვეყნეთ და წინ კიდევ რამდენიმე პაკეტის გამოქვეყნება გველოდება
  • რუსთავი 2·08:07
    თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მშობიარობიდან რამდენიმე საათში სუროგატი ქალი გარდაიცვალა - ის უზბეკეთის მოქალაქე იყო
  • ალია·00:40
    “ერთ დღესაც ციხეში შეტყობინება მივიღე. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა…” – ვახო სანაია
  • ინტერპრესნიუსი·00:00
    არსებული ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა
რამდენიმემოძრაობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·16:33

შავ პარასკევს 20-ზე მეტ ქვეყანაში Amazon-ის თანამშრომლების მასშტაბური გაფიცვა დაიწყო

შავ პარასკევს 20-ზე მეტ ქვეყანაში Amazon-ის თანამშრომლების მასშტაბური გაფიცვა დაიწყო
BM.GE·16:17

იაპონიის 9 მილიონი ცარიელი სახლი: ბაზრის კრიზისი თუ საინვესტიციო შესაძლებლობა

იაპონიის 9 მილიონი ცარიელი სახლი: ბაზრის კრიზისი თუ საინვესტიციო შესაძლებლობა
BM.GE·15:42

ქართულ ბანკებს ₾15 მილიარდის იპოთეკური სესხი აქვთ გაცემული

ქართულ ბანკებს ₾15 მილიარდის იპოთეკური სესხი აქვთ გაცემული
BM.GE·15:27

ევროკავშირის სამიტი შეთანხმების გარეშე დასრულდა - შვიდმა ქვეყანამ მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა

ევროკავშირის სამიტი შეთანხმების გარეშე დასრულდა - შვიდმა ქვეყანამ მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.