მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა
მთავრობამ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

მთავრობამ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

BM.GE5 ივნისი, 2026, 05:06|bm.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერები (4 ლოტად) ხელახლა გამოაცხადა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, რომ რუსთავი-წითელი ხიდისა (რუსთავი-ალგეთი (ლოტი I); ალგეთი-წითელი ხიდი (ლოტი II); ალგეთი-სადახლოს (ალგეთი-არფალო (ლოტი III); არფალო-სადახლო (ლოტი IV) მონაკვეთები აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვანი ნაწილია და საქართველოს საგზაო ქსელს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საერთო ჯამში, 61.2 კმ სიგრძის 4-ზოლიანი ბეტონის საფარის ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება გარე განათების სისტემით. ასევე, გათვალისწინებულია 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირება მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ჰოლანდიურმა კომპანიამ განახორციელა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგიმედი
  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE