
"რუსთავქალაქობაზე" წელს ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარის დახარჯვა იგეგმება | რა იგეგმება?
"რუსთავქალაქობაზე" წელს ბიუჯეტიდან 67 796 ლარის დახარჯვა იგეგმება. შესაბამისი ტენდერი კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა გამოაცხადა.
ტენდერის ფარგლებში იგეგმება "რუსთავქალაქობა 2026"-ის ღონისძიების ორგანიზების შესყიდვა.
ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დასრულდა. პრეტენდენტი მხოლოდ ერთი კომპანიაა - შპს გეოპროფი, რომელმაც 43 200-ლარიანი შეთავაზება წარადგინა, თუმცა, ჯერჯერობით შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 10 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის პერიოდში. ღონისძიებების გამართვის ადგილი კი რუსთავში „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი“-ს მიმდებარე ტერიტორია და რუსთავის ცენტრალური პარკია.
"რუსთავქალაქობის" ფარგლებში დაგეგმილია ინტერაქციული მუსიკალური ინსტალაციისა და ფოტოზონის, ასევე აკუსტიკური ხეივნის სივრცის, საბავშვო-საოჯახო ინტერაქციული სივრცის, გიგანტური ხის თამაშების ზონის, „ღია სახელოსნოს“ ზონის და „შემოდგომის თბილი სასმელების ბარის“ მოწყობა.
BM.GE
წყარო: bm.ge