
ავიაციის სააგენტომ ახალი საფრენი მოედანი "ამბასადორი კაჭრეთი" დაარეგისტრირა
BM.GE|bm.ge
კაჭრეთის საფრენმა მოედანმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეგისტრაცია გაიარა. როგორც ავიაციის სააგენტო იტყობინება, ახალი საფრენი მოედანი - „ამბასადორი კაჭრეთი“ დარეგისტრირებულია.
რეგისტრაციის პროცესი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლას, ისე არსებული ინფრასტრუქტურის ინსპექტირებას.
ცნობისთვის, შპს „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ საკუთრებაში არსებული საფრენი მოედანი სასტუმრო-კომპლექს „ამბასადორი კაჭრეთის“ მიმდებარედ მდებარეობს და წარმოადგენს 1A კოდის აეროდრომის სტანდარტებით მოწყობილ ასფალტის საფარიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს პარალელური სამიმოსვლო ბილიკით.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge