მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენი მამაკაცი სარგებლობს საქართველოში დეკრეტული შვებულებით?
რამდენი მამაკაცი სარგებლობს საქართველოში დეკრეტული შვებულებით?

რამდენი მამაკაცი სარგებლობს საქართველოში დეკრეტული შვებულებით?

BM.GE17 ივნისი, 2026, 14:52|bm.ge

საქართველოში დეკრეტული შვებულებით წელს, იანვარ-მაისის პერიოდში 284-მა მამაკაცმა და 4 560-მა ქალმა ისარგებლა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევების რაოდენობა ჯამში 4 844 იყო. მშობლებისთვის გადარიცხულმა თანხამ კი დაახლოებით, 7,8 მლნ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცი მშობლების დეკრეტის შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე მოდის, სადაც წელს ამ შესაძლებლობით 180-მა მამამ ისარგებლა.

თუ აღნიშნულ მონაცემს, გასული წლის ანალოგიური პერიოდის - იანვარ-მაისის თვეების მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ სტატისტიკა გაზრდილია. კერძოდ, შარშან პირველ ხუთ თვეში 254-მა მამამ ისარგებლა დეკრეტით, მათ შორის თბილისში 156-მა.

გასული წლის ჯამურ მონაცემებს რაც შეეხება, 2025 წლის განმავლობაში დეკრეტში 634 მამაკაცი გავიდა. ჯამში კი სულ ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევების რაოდენობამ 12 737 შეადგინა. მათზე გაცემულმა თანხამ კი 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

ამასთან, კანონის თანახმად, დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.

ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა

BM.GE

ბრიტანეთში ინფლაცია 2.8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა

ბრიტანეთში ინფლაცია 2.8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა

BM.GE

ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა

ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა

BM.GE

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში კიდევ ერთხელ დაიბარეს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში კიდევ ერთხელ დაიბარეს

BM.GE