მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. [რუსული ემბარგოს] დოკუმენტში პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი | პრემიერი
[რუსული ემბარგოს] დოკუმენტში პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი | პრემიერი

[რუსული ემბარგოს] დოკუმენტში პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი | პრემიერი

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 19:12|bm.ge

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას რუსული ემბარგოს შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ნანახი აქვს, თუმცა კონკრეტული კომპანიების პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვების მიზეზი იქ ნათლად არ არის განმარტებული. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ს საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებებს რუსულ მხარესთან კომუნიკაციაში არიან.

"ჩვენთვის წინასწარ ეს ინფორმაცია არ გაუზიარებიათ. ჩვენ ნანახი გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიცა, სადაც ძალიან ზოგადად არის განმარტებული მიზეზი, პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი. რაც შეეხება კომუნიკაციას, არის სათანადო არხები, მათ შორის სამინისტროს შესაბამისი რგოლი დაუკავშირდება თავის კოლეგებს, გავერკვევით ამ საკითხში და იმედი მაქვს შემობრუნდება ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.საქმე ის არის, რომ რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე რამდენიმე კომპანიის პროდუქციის იმპორტის შეზღუდვის შესახებ ქართულ მხარეს რუსული მხრიდან ოფიციალური საფუძველი არ მოუსმენიათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 152 სტატია.

  • პოლონეთში დააკავეს 60 წლამდე კაცი, რომელიც პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილიტვ პირველი
  • გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრში "შუშანიკის" პრემიერა შედგარუსთავი 2
  • ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემაფორმულა
  • ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებსიმედი
პრემიერი →

მსგავსი სტატიები

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

BM.GE

"ბიუჯეტში გამოვძებნეთ ₾128 მლნ" - რატომ იზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ₾45-ით? | პრემიერის განმარტება

"ბიუჯეტში გამოვძებნეთ ₾128 მლნ" - რატომ იზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ₾45-ით? | პრემიერის განმარტება

BM.GE

ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება - კვიჟინაძე ყეინიშვილზე

ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება - კვიჟინაძე ყეინიშვილზე

BM.GE

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ორ ამერიკელ მკვლევარს გადაეცა

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ორ ამერიკელ მკვლევარს გადაეცა

BM.GE