მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით ბერძნულმა კომპანიებმა $4 მილიარდამდე გამოიმუშავეს - FT
რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით ბერძნულმა კომპანიებმა $4 მილიარდამდე გამოიმუშავეს - FT

რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით ბერძნულმა კომპანიებმა $4 მილიარდამდე გამოიმუშავეს - FT

BM.GE9 ივლისი, 2026, 02:36|bm.ge

Financial Times-ის ინფორმაციით, რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებით ბერძნულმა სანაოსნო კომპანიებმა სულ მცირე $3.8 მილიარდი გამოიმუშავეს.

საუბარია იმ ფირმებზე, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში შედიან. არსებული ინფორმაციით, ეს ხომალდები მოსკოვის სანქცირებული ფლოტის დაახლოებით მეხუთედს შეადგენენ და ნავთობი ძირითადად აზიის ბაზრებზე გადააქვთ. როგორც FT წერს, მხოლოდ მაისში რუსეთის საზღვაო ექსპორტის თითქმის 15% სწორედ ბერძნულ გემებზე მოვიდა.

მედიის ცნობით, ყველაზე დიდი მოგება ბერძენი მილიარდერის, ჯორჯ პროკოპიუს კონტროლირებადმა კომპანია Dynacom Tankers-მა მიიღო, რომელმაც 2023 წლის ივლისიდან რუსული ნედლეულის გადაზიდვით $915 მილიონი გამოიმუშავა. ეს თანხა ბერძნული გემთმფლობელების მიერ დასახელებულ პერიოდში მიღებული მთლიანი შემოსავლის თითქმის მეოთხედს შეადგენს. რეიტინგში მეორე ადგილზე Onassis Group-ის საკუთრებაში არსებული კომპანია Olympic Shipping and Management-ი იმყოფება. მისმა შემოსავალმა $404 მილიონი შეადგინა. ათენში რეგისტრირებულმა ოპერატორებმა, Stealth Maritime-მა და Polembros Shipping-მა კი $400 მილიონზე მეტი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სანქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ რეპუტაციული რისკების გამო, დამკვეთები რუსული ნავთობის გადაზიდვისთვის 30%-იდან 40%-მდე უფრო მაღალ ტარიფს იხდიან, ეს კი ბერძნულ ფირმებს დამატებითი სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ ნავთობიდან მიღებული ფინანსური ნაკადების დიდ ნაწილს კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას ახმარს. როგორც ცნობილია, მისი ბიუჯეტის 40% სწორედ თავდაცვაზე მოდის.

არსებული ინფორმაციით, ბერძნული კომპანიების საქმიანობა ათენსა და კიევს შორის დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია Dynacom-ი ომის საერთაშორისო სპონსორთა სიაში შეიყვანა, თუმცა ათენის დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ ის დასახელებული სიიდან ამოიღეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებასიმედი
  • რუსულ მედიაზე დაყრდნობით: მოსკოვში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღესფორმულა
  • “ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარიატვ პირველი
  • "სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს" - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!რუსთავი 2
რუსული →ნავთობის →

მსგავსი სტატიები

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

BM.GE

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

BM.GE

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

BM.GE

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

BM.GE