
ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას
იმედი|imedinews.ge
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზე ხუთშაბათს, 20 აგვისტოს გამოქვეყნდა.
სანქციები გავრცელდა სერიალის მწარმოებელ სტუდია „ანიმაკორდსა“ და რუსეთის ხუთ მოქალაქეზე, მათ შორის, სტუდიის დამფუძნებელზე, გენერალურ დირექტორზე, სცენარისტსა და საავტორო უფლებების მფლობელზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, ვინაიდან „საბავშვო კონტენტის საფარქვეშ პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს“.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე ანიმაციური სერიალის მაუწყებლობის აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge