მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საავიაციო საწვავი ისევ ძვირდება - ბოლო კვირაში ფასმა 7%-ით მოიმატა
საავიაციო საწვავი ისევ ძვირდება - ბოლო კვირაში ფასმა 7%-ით მოიმატა

საავიაციო საწვავი ისევ ძვირდება - ბოლო კვირაში ფასმა 7%-ით მოიმატა

BM.GE14 ივლისი, 2026, 22:16|bm.ge

საავიაციო საწვავზე ფასი წინა კვირასთან შედარებით, კიდევ 6.7%-ით გაიზარდა და გლობალურმა საშუალო ფასმა ბარელზე 127 დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მატება 41%-ს აღწევს. ამ მონაცემებს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.

საავიაციო საწვავის ფასები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ავიაციის ინდუსტრიაზე, ვინაიდან საწვავის ხარჯი ავიაკომპანიების მთლიანი საოპერაციო დანახარჯებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტია.

IATA-ს თანახმად, საავიაციო საწვავის ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

• ევროპაში საავიაციო საწვავის საშუალო ფასმა ბარელზე 132 დოლარი შეადგინა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-იან, ხოლო გასულ წელთან შედარებით 45%-იან ზრდას აჩვენებს. • ჩრდილოეთ ამერიკაში ბარელი საწვავის საშუალო ღირებულება 127 დოლარია. ფასი წინა კვირასთან შედარებით 6.8%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 39%-ით არის გაზრდილი. • აზიაში ერთი ბარელი საავიაციო საწვავის ფასი 120.07 აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა კვირის მაჩვენებელს 4.5%-ით, ხოლო წინა წლისას 38.3%-ით აღემატება. • ახლო აღმოსავლეთში საწვავის საშუალო ფასი ბარელზე 116.97 აშშ დოლარია, რაც წინა კვირასთან შედარებით 5.4%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 39.4%-ით მეტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

BM.GE

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

BM.GE

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

BM.GE

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

BM.GE