მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „საფერავისა“ და „მუსკატის“ ოთახები - საგარეჯოში მდებარე მეღვინეობა „პონგინო ვაინი“ ბუტიკურ სასტუმროს ხსნის
„საფერავისა“ და „მუსკატის“ ოთახები - საგარეჯოში მდებარე მეღვინეობა „პონგინო ვაინი“ ბუტიკურ სასტუმროს ხსნის

„საფერავისა“ და „მუსკატის“ ოთახები - საგარეჯოში მდებარე მეღვინეობა „პონგინო ვაინი“ ბუტიკურ სასტუმროს ხსნის

BM.GE22 ივნისი, 2026, 01:37|bm.ge

საგარეჯოში მდებარე მეღვინეობა „პონგინო ვაინი“ საქმიანობას აფართოებს და სტუმრებისთვის განთავსების ობიექტის გახსნას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი გულნარა რომანაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბუტიკური ტიპის საოჯახო სასტუმრო, სავარაუდოდ, სექტემბერში ამოქმედდება.

მისი თქმით, პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, თუმცა მშენებლობის პროცესი ამინდის გამო შეფერხდა, რის გამოც გახსნა ზაფხულის ნაცვლად შემოდგომისთვის გადაიდო.

“მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, პროექტის დაწყება გადავწყვიტეთ. ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ივლის-აგვისტოში გავხსნიდით, თუმცა სამუშაოების ნაწილი ამინდებმა შეაფერხა და, სავარაუდოდ, სექტემბერში გავხსნით”, - ამბობს რომანაძე.

მისი განმარტებით, სასტუმრო ბუტიკური კონცეფციის იქნება და სრულად შეინარჩუნებს „პონგინო ვაინის“ ფილოსოფიასა და ავთენტურ ხასიათს. როგორც გულნარა რომანაძე აღნიშნავს, მეღვინეობა კვლავ ხარისხზე და ინდივიდუალურ გამოცდილებაზე ორიენტირებულ სტუმრებს უმასპინძლებს და არა მასობრივ ტურიზმს.

„პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე ოთხი თემატური კოტეჯი მოეწყობა, მათ შორის იქნება „მუსკატის ოთახი“, „საფერავის ოთახი“ და სხვა. თითოეული კოტეჯი ორ სტუმარზეა გათვლილი. გვინდა, სტუმრებს შევთავაზოთ მყუდრო, ოჯახური და გამორჩეული გარემო, რომელიც ჩვენი ღვინოებისა და მეღვინეობის კონცეფციას სრულად შეესაბამება“, - განაცხადა მან.

მისივე ინფორმაციით, პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. გულნარა რომანაძის განმარტებით, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 400 000 ლარს აღწევს, ხოლო დაფინანსება შეღავათიანი პირობებით მოიზიდა.

რაც შეეხება ფასებს, მეღვინეობა განთავსების ღირებულებას წინასწარი გათვლებით 180-200 ლარის ფარგლებში განიხილავს, თუმცა საბოლოო ტარიფები ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ განისაზღვრება.

დამფუძნებლის თქმით, სასტუმროს მიმართ ინტერესი უკვე არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი ჯერ არ გახსნილა, სექტემბრისა და ოქტომბრის ჯავშნები უკვე მიღებულია. მისი განმარტებით, სწორედ სტუმრების მოთხოვნა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ განთავსების სერვისის დამატების გადაწყვეტილება მიიღო.

სასტუმროს ამოქმედებასთან ერთად „პონგინო ვაინი“ დასაქმებასაც გაზრდის. კომპანიის გეგმაშია ორი თანამშრომლის გადამზადება სასტუმროს მართვისა და მომსახურების მიმართულებით, ასევე ტექნიკური პერსონალის დამატება. ჯამში, პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე ხუთი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„გრძელვადიან პერსპექტივაში არაერთი ახალი ტურისტული პროექტი გვაქვს დაგეგმილი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოთხოვნა და როგორ იმუშავებს ახალი მიმართულება“, - აცხადებს გულნარა რომანაძე.

„პონგინო ვაინი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე მეღვინეობაა, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მეღვინეობა პრემიუმ კლასის ადგილწარმოშობის ღვინოებს აწარმოებს, მათ შორის ხაშმის საფერავს, ქისს, მუსკატსა და რქაწითელს. ღვინის წარმოებასთან ერთად, მეღვინეობა ღვინის ტურიზმის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და სტუმრებს სხვადასხვა დეგუსტაციასა და მასტერკლასს სთავაზობს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუბლიმირებული ხილი ლაგოდეხიდან - „იმერი“ და GDB Agro ერთობლივ პროექტს ავითარებენ

სუბლიმირებული ხილი ლაგოდეხიდან - „იმერი“ და GDB Agro ერთობლივ პროექტს ავითარებენ

BM.GE

რაჭას ინფრასტრუქტურული "შოკური თერაპია" და მსხვილი ინვესტიციები სჭირდება - "საყუდელას" დამფუძნებელი

რაჭას ინფრასტრუქტურული "შოკური თერაპია" და მსხვილი ინვესტიციები სჭირდება - "საყუდელას" დამფუძნებელი

BM.GE

1 ჰა-ზე ხარჯი 8 000 ლარიც რომ ვთქვათ, მეთხილე ფერმერს 25 000 ლარამდე მოგება მაინც რჩება|"ჯეო ნათსი"

1 ჰა-ზე ხარჯი 8 000 ლარიც რომ ვთქვათ, მეთხილე ფერმერს 25 000 ლარამდე მოგება მაინც რჩება|"ჯეო ნათსი"

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE