მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საჰაერო ტვირთბრუნვა დიდწილად, ჩინური სატრანზიტო ნაკადების ხარჯზე იზრდება - SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი
საჰაერო ტვირთბრუნვა დიდწილად, ჩინური სატრანზიტო ნაკადების ხარჯზე იზრდება - SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი

საჰაერო ტვირთბრუნვა დიდწილად, ჩინური სატრანზიტო ნაკადების ხარჯზე იზრდება - SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი

BM.GE26 ივლისი, 2026, 22:08|bm.ge

საქართველოს საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე ოფიციალურად დაფიქსირებული 29%-იანი ზრდა, შესაძლოა, იმაზე ნაკლებად აისახებოდეს ადგილობრივ ეკონომიკაზე, ვიდრე ეს ციფრებიდან ჩანს. როგორც BMG-სთან ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე განმარტავს, საჰაერო ტვირთების ზრდის ძირითადი მამოძრავებელი არა ადგილობრივი მოხმარება, არამედ ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტრანზიტული ნაკადები და „Temu-ს ეფექტია“, რომელსაც ევროკავშირის ახალი რეგულაციების გამო, შესაძლოა, მალე კლება მოჰყვეს.

„ევროპა ელოდება, რომ 30-45%-მდე შემცირდება ეს ტვირთები. დამატებითი გადასახადები არამოგებიანს ხდის Temu-დან შესყიდვებს. ამასთან, ბოლო ერთი თვეა, რაც ნავთობის ფასი ქვემოთ წამოვიდა და მაგალითად, "თურქიშ ეარლაინსმა“ დაიწყო ტარიფების დაწევა - როდესაც ტარიფი საქართველოზე 7 დოლარზე მეტი იყო, უკვე 6 დოლარს ჩამოსცდა. შესაბამისად, საჰაერო ტვირთის დეფიციტია ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ჩემი ვარაუდით, ევროპაში მიღებული რეგულაციები შეამცირებს საჰაერო გადაზიდვების მიმართ მოთხოვნას, იმიტომ რომ ტვირთზე მოთხოვნა შემცირდება“ - ამბობს გიორგი ზუმბაძე BMG-სთან.

მისი განმარტებით, სატვირთო თვითმფრინავების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ჩინეთიდან ევროპაში მიფრინავს, თბილისში მხოლოდ რეისის ნომრის შესაცვლელად ჯდება. ეს აუცილებელია ჩინეთის შიდა რეგულაციების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, საქართველო, ამ ჯაჭვში ტექნიკურ როლს ასრულებს.

„როდესაც თვითმფრინავი საქართველოში ჯდება, ეს ტვირთი ავტომატურად ფიქსირდება სტატისტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიდი ნაწილი დაუცლელად აგრძელებს გზას ევროპისკენ. ეს არ არის საქართველოს ბაზრის ხარჯზე გაზრდილი მოცულობა, ეს უფრო სატრანზიტო ეფექტია“, - აცხადებს გიორგი ზუმბაძე.

ცნობისთვის, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, პირველ ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტებიდან 21 500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იან ზრდას წარმოადგენს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს

BM.GE

შვეიცარია, გერმანია, თურქეთი... – 6 თვეში საქართველომ $76.2 მლნ-ის ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები იყიდა

შვეიცარია, გერმანია, თურქეთი... – 6 თვეში საქართველომ $76.2 მლნ-ის ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები იყიდა

BM.GE

როგორი დატვირთვით მუშაობს The Biltmore Tbilisi?|6 თვის შეფასება

როგორი დატვირთვით მუშაობს The Biltmore Tbilisi?|6 თვის შეფასება

BM.GE

რატომ დაიწყო უორენ ბაფეტმა ტექნოლოგიურ გიგანტებში მილიარდების დაბანდება?

რატომ დაიწყო უორენ ბაფეტმა ტექნოლოგიურ გიგანტებში მილიარდების დაბანდება?

BM.GE