მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საინვესტიციო პორტფელი $1 მილიარდს აჭარბებს და უახლოეს მომავალში გაორმაგდება" - "ბიოგრაფი ლივინგი"
"საინვესტიციო პორტფელი $1 მილიარდს აჭარბებს და უახლოეს მომავალში გაორმაგდება" - "ბიოგრაფი ლივინგი"

"საინვესტიციო პორტფელი $1 მილიარდს აჭარბებს და უახლოეს მომავალში გაორმაგდება" - "ბიოგრაფი ლივინგი"

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 03:45|bm.ge

დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგის" საინვესტიციო პორტფელი, რომელიც ამჟამად თბილისში მიმდინარე 10 პროექტს აერთიანებს, მილიარდ დოლარადაა შეფასებული და უახლოეს მომავალში ღირებულების ორ მილიარდ დოლარამდე ზრდაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ფინანსური მასშტაბისა, კომპანიის მთავარი საზომი არა აშენებული კვადრატული მეტრების რაოდენობა, არამედ პროექტების ხარისხი და მათი ქალაქისთვის მოტანილი ღირებულებაა.

"ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა "ბიოგრაფ ლივინგის" საინვესტიციო პორტფელი და დღეის მდგომარეობით უკვე აჭარბებს 1 მილიარდ აშშ დოლარს. თუმცა იმ პროექტების მასშტაბიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ და რომლებსაც დავაანონსებთ მომავალში, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ციფრი გაორმაგდება უახლოეს მომავალში და ორ მილიარდს მიუახლოვდება. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუ რამდენ კვადრატულს ვაშენებთ ყოველწლიურად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტების ხარისხი და თუ რა სიკეთე მოაქვს ამ პროექტებს ჩვენი დედაქალაქისთვის", - ამბობს ვასილ ფხაკაძე.

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე პროექტები მშენებლობის სხვადასხვა ფაზაშია, პარალელურად კი პროექტირების ატაპზეა რამდენიმე ახალი აქტივიც.

""ბიოგრაფ ლივინგი" არის განვითარების ძალიან საინტერესო ეტაპზე. ჩვენ დღესდღეობით გვაქვს 10 მიმდინარე პროექტი დედაქალაქში, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო ეტაპზე იმყოფება. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო აქტივი ჩვენს პორტფელში, სადაც ახლა აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. ჩვენი ამბიცია არის, რომ "ბიოგრაფ ლივინგი" უახლოეს წლებში ჩამოყალიბდეს საქართველოს პრემიუმ უძრავი ქონების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან კომპანიად და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით", - აღნიშნავს ვასილ ფხაკაძე.

გენერალური დირექტორის თქმით, უძრავი ქონების სექტორში არსებული საერთო ტენდენციის ფონზე, "ბიოგრაფი ლივინგის" გაყიდვების დინამიკა მაღალია. მისი ინფორმაციით, მშენებარე პროექტებში ბინების საშუალოდ 75–80%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. ამასთან, კომპანიის პორტფელში არსებითად მაღალია უცხოელი ინვესტორებისა და მყიდველების წილიც.

"ძალიან დადებითად შევაფასებდი გაყიდვების დინამიკას. მზარდია მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებისგან. აღსანიშნავია, რომ თუ თბილისის ტიპური დეველოპერის პროექტებში საერთაშორისო გაყიდვების წილი დაახლოებით 10–15%-ია, ჩვენს პროექტებში ეს მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში 30-სა და 40%-ს აღემატება. ვფიქრობთ, ეს განპირობებულია იმ პროდუქტით, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ - ეს არის მაღალი ხარისხის, მულტიფუნქციური პროდუქტი, რაზეც უცხოელი მყიდველების მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა ფიქსირდება", - განმარტავს ვასილ ფხაკაძე.

გაყიდვების წარმატებული დინამიკის ნათელ მაგალითად კომპანიაში პროექტ "ჰისნის" ასახელებენ, სადაც პირველი და მეორე ბლოკი ფაქტობრივად სრულად ამოიწურა, რამაც ფასების ზრდაც განაპირობა.

"მიმდინარე მშენებლობებში უკვე ბინების 75–80%-ზე მეტი ფაქტობრივად გაყიდულია. გვაქვს კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითებიც - პროექტი "ჰისნი", სადაც მშენებლობის დასრულებამდე 2 წელი რჩება, ბინების 95% უკვე გაყიდულია და ფასი საშუალოდ 40%-ით არის გაზრდილი.

პირველ და მეორე ბლოკში ბინა აღარ გვაქვს დარჩენილი და სწორედ ახლა ვიწყებთ მესამე თაუერის წინასწარ გაყიდვებს (Pre-sale). იმედი გვაქვს, რომ იგივე შედეგი განმეორდება, ამიტომ პოტენციური ინვესტორებისთვის ახლა საუკეთესო დროა", - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზრდილი მოთხოვნა და ფასი - რას აჩვენებს თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 2026 წელს?

გაზრდილი მოთხოვნა და ფასი - რას აჩვენებს თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 2026 წელს?

BM.GE

კრემლი პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს

კრემლი პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს

BM.GE

"ყველა პროფესიული მიმართულებაა ხელმისაწვდომი" - რას მოიცავს საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა?

"ყველა პროფესიული მიმართულებაა ხელმისაწვდომი" - რას მოიცავს საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა?

BM.GE

რუსეთმა აბუ-დაბის მოლაპარაკებებამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

რუსეთმა აბუ-დაბის მოლაპარაკებებამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

BM.GE