მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საჯარო სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებაზე კურსდამთავრებულთა რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა - ირაკლი კობახიძე
საჯარო სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებაზე კურსდამთავრებულთა რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა - ირაკლი კობახიძე

საჯარო სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებაზე კურსდამთავრებულთა რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 17:37|bm.ge

საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი წელს კურსდამთავრებულთა რეკორდულმა რაოდენობამ - 5 692-მა ახალგაზრდამ გამოთქვა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, წელს პროგრამის ფარგლებში 364-მა საჯარო დაწესებულებამ კონკურსი სულ 3 459 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა. შერჩეული კურსდამთავრებულები უწყებებში სტაჟირებას 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდების მხრიდან გამოხატული უპრეცედენტო ინტერესის ფონზე, პროექტის მხარდაჭერა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

"ეს ნიშნავს იმას, რომ არის მზარდი დაინტერესება ახალგაზრდებში სტაჟირების პროგრამის მიმართ და რა თქმა უნდა, ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში.

ასევე საკმაოდ მაღალია გასული წლების მონაცემებით კურსდამთავრებულთა შესაბამის უწყებებში დასაქმების მაჩვენებელიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ამასაც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრორუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
კობახიძე →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს

„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს

BM.GE

ოქროს გაუფასურებამ სებ-ის რეზერვების ღირებულება $97 მილიონით შეამცირა

ოქროს გაუფასურებამ სებ-ის რეზერვების ღირებულება $97 მილიონით შეამცირა

BM.GE

Moka United საქართველოში Alshaya Starbucks-ის ტექნოლოგიური პარტნიორია

Moka United საქართველოში Alshaya Starbucks-ის ტექნოლოგიური პარტნიორია

BM.GE

საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვა 30%-ით, მგზავრთნაკადი 2%-ით გაიზარდა|9 თვის სტატისტიკა

საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვა 30%-ით, მგზავრთნაკადი 2%-ით გაიზარდა|9 თვის სტატისტიკა

BM.GE