მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა" - მიმოხილვა
"სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა" - მიმოხილვა

"სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა" - მიმოხილვა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 14:00|bm.ge

ადგილობრივი სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარი [ლარში გამოშვებული სახაზინო სავალო ფასიანი ქაღალდები] ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

კერძოდ, ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების ნაშთი 2025 წლის ბოლოს არსებული 11.4 მილიარდი ლარიდან 2026 მეორე კვარტალის ბოლოს 12.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2025 წლის ბოლოს ბაზრის ზომა მშპ-ს დაახლოებით 11%-ს შეადგენდა.

მიმოხილვის მიხედვით, სახაზინო ობლიგაციების მფლობელობის სტრუქტურა ხასიათდება ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი წილითა და ბოლო პერიოდში, არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდადი ტენდენციით.

სახაზინო ფასიანი ქაღალდების უმეტეს ნაწილს კვლავ კომერციული ბანკები, ეროვნული ბანკი და საპენსიო ფონდი ფლობენ, რომელთა ჯამური წილი 2026 მეორე კვარტალის ბოლოს 89%-ს შეადგენდა. აღნიშნული ინვესტორები, როგორც წესი, ამჯობინებენ ობლიგაციების ფლობას ვადის გასვლამდე, რის გამოც, სავაჭრო აქტივობა მეორად ბაზარზე არის დაბალი. აღნიშნული ფაქტორი გარკვეულწილად აფერხებს სახაზინო ობლიგაციების მიერ ბენჩმარკის როლის ეფექტურად შესრულების ფუნქციას კორპორაციული ობლიგაციების საბაზრო ფასის დადგენისთვის.

არარეზიდენტი ინვესტორების წილი, რომელიც 2025 წლის მეორე კვარტალის ბოლომდე შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა და დაახლოებით 1%-ს შეადგენდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათი წილი 2025 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 3%-მდე, ხოლო 2026 კვ2-ის ბოლოსთვის 8%-მდე გაიზარდა. არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო 2026 წლის მაისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სინდიკაციის მეთოდით 400 მლნ ლარის ობლიგაციების ემისიით. თუმცა, არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდის ტენდენცია აღნიშნული ობლიგაციების ემისიამდეც შეინიშნებოდა და აპრილის მდგომარეობით 5%-ს მიაღწია",- აღნიშნულია მიმოხილვაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

BM.GE

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

BM.GE

კულტურის ახალმა მინისტრმა 2 მოადგილე გაათავისუფლა, პოსტი მხოლოდ მიხეილ კიკნაძემ შეინარჩუნა

კულტურის ახალმა მინისტრმა 2 მოადგილე გაათავისუფლა, პოსტი მხოლოდ მიხეილ კიკნაძემ შეინარჩუნა

BM.GE

GCCA-მ 5 ქვეყანასთან მემორანდუმი გააფორმა - რას მოიცავს თანამშრომლობა?

GCCA-მ 5 ქვეყანასთან მემორანდუმი გააფორმა - რას მოიცავს თანამშრომლობა?

BM.GE