მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფო "ბლექ სი არენასთან" მიწას აუქციონით გაყიდის, სადაც 100-ნომრიანი ჰოსტელი და აპარტამენტები უნდა მოეწყოს|პირობები
სახელმწიფო "ბლექ სი არენასთან" მიწას აუქციონით გაყიდის, სადაც 100-ნომრიანი ჰოსტელი და აპარტამენტები უნდა მოეწყოს|პირობები

სახელმწიფო "ბლექ სი არენასთან" მიწას აუქციონით გაყიდის, სადაც 100-ნომრიანი ჰოსტელი და აპარტამენტები უნდა მოეწყოს|პირობები

BM.GE26 ივლისი, 2026, 19:15|bm.ge

სახელმწიფო „ბლექ სი არენას“ მოპირდაპირედ, აუქციონის წესით მიწის გაყიდვას გეგმავს, რომელზეც მყიდველმა „სთარინგ ჯორჯიასთან“ შეთანხმებული დიზაინით ჰოსტელი, აპარტამენტები და სხვა სივრცეები უნდა მოაწყოს.

კერძოდ, 8 ივლისს ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შეკვეთილში, „ბლექ სი არენასთან" 20 414 კვ/მ მიწის ნაკვეთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების უფლება მიეცა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში “სთარინგ ჯორჯიასთან” შეთანხმებული პროექტის/დიზაინის შესაბამისად, არანაკლებ 7,9 მლნ ლარის ინვესტიციით უნდა ააშენოს 65-აპარტამენტიანი შენობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინდივიდუალურ სველ წერტილსა და სამზარეულო კუთხეს, ასევე, 6 ერთეულ არანაკლებ 60 კვ/მ და ერთ ერთეულ არანაკლებ 40 კვ.მ ფართობის მქონე აპარტამენტს სველი წერტილით, სამზარეულოს კუთხითა და მისაღები სივრცით. ასევე, შენობაში უნდა იყოს არანაკლებ 800 კვ.მ საერთო სარგებლობის ფართი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 100 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს, კაფეტერიას და არანაკლებ 50 ადამიანზე გათვლილ სამუშაო სივრცეს. ამის შემდეგ 12 თვის ვადაში უნდა გაარემონტოს აღნიშნული შენობა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან კი არაუმეტეს 6 წლის (72 თვე) ვადაში უნდა განავითაროს აუქციონით შეძენილი მიწის დანარჩენი არეალი. ეს კი მოიცავს არანაკლებ 100-ნომრიანი ჰოსტელის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის, ღია სივრცეების მქონე კვების ობიექტების, საბავშვო სივრცისა და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცის მოწყობას. პროექტის მეორე ნაწილში უნდა ჩადოს არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ მოწონებული წინადადების თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის საწყისი საპრივატიზებო თანხა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე (4 902 634 ლარი) ნაკლები ოდენობით, კერძოდ ერთი ლარით განსაზღვრა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE