მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საკმაოდ დიდი მოცულობის კრიპტო შემოდის ქვეყანაში… ბრუნვა შეიძლება $3-5 მილიარდამდე იყოს - დავით კიკვიძე
საკმაოდ დიდი მოცულობის კრიპტო შემოდის ქვეყანაში… ბრუნვა შეიძლება $3-5 მილიარდამდე იყოს - დავით კიკვიძე

საკმაოდ დიდი მოცულობის კრიპტო შემოდის ქვეყანაში… ბრუნვა შეიძლება $3-5 მილიარდამდე იყოს - დავით კიკვიძე

BM.GE20 ივლისი, 2026, 23:35|bm.ge

კრიპტოვალუტა საქართველოს ეკონომიკის დაფინანსების ერთ-ერთ ალტერნატიულ წყაროდ იქცა. საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ საქართველოში კრიპტო-ბრუნვა 3-დან 5 მილიარდ დოლარამდეა.

დავით კიკვიძის თქმით, კრიპტოვალუტით შემოსული თანხები ირიბად აფინანსებს ეკონომიკას, მათ შორის უძრავი ქონების ბაზარს. უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კი განსაკუთრებით მაღალია მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც კრიპტოვალუტას ანგარიშსწორებისთვის იყენებენ.

“საქართველოში ეკონომიკის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო საკრედიტო რესურსია, თუმცა არსებობს სხვა წყაროებიც, მათ შორის გზავნილები და ტურიზმი. როდესაც გზავნილებზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ფულადი გზავნილები არ არის, არამედ კრიპტო აქტივობაც. საკმაოდ დიდი მოცულობის კრიპტო შემოდის ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან, რომელიც შემდეგ კონვერტირდება და ირიბად აფინანსებს ეკონომიკას. უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია და კრიპტოთი უძრავი ქონების შეძენის ელემენტებიც ფიქსირდება.

სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკა არ ქვეყნდება, ამიტომ კონკრეტულ ციფრებზე საუბარი რთულია, თუმცა საუბარი არ არის მილიონებზე – კრიპტო ბრუნვა საქართველოში შეიძლება 3-დან 5 მილიარდ დოლარამდე იყოს. ეს ბაზარი ქვეყანაში ძალიან აქტიურად ვითარდება.

კრიპტო აქტივობა მაღალია როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან და ამერიკიდანაც კი. ეროვნული ბანკი მუშაობს სტატისტიკაზე, თუმცა ჯერჯერობით მონაცემები არ საჯაროვდება. იმედია, მალე გვექნება ოფიციალური მონაცემებიც”,-აცხადებს დავით კიკვიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

BM.GE

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE