მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა
სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

BM.GE16 ივლისი, 2026, 22:40|bm.ge

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა და მაჩვენებელმა 2.75% შეადგინა. ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მონეტარული პოლიტიკა 2023 წლის იანვრის შემდეგ პირველად გაამკაცრა, რაც მზარდი ინფლაციური წნეხით არის განპირობებული.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამხრეთ კორეაში წლიურმა ინფლაციამ ივნისში 3.2%-ს მიაღწია, ცენტრალური ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი კი 2%-ს შეადგენს. მარეგულირებლის განცხადებით, ენერგომატარებლების გაძვირების დაგვიანებული ეფექტის გამო, ფასების ზრდის ტემპი დადგენილ ნიშნულზე მაღლა ხანგრძლივი დროით შენარჩუნდება. ამასთან, ტექნოლოგიურ სექტორში გაცემულმა მსხვილმა პრემიებმა შესაძლოა, ხელფასების საყოველთაო მატება გამოიწვიოს, რაც ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას წარმოადგენს.

მთავრობის ეკონომიკური პროგნოზით, 2026 წლისთვის ქვეყანაში ინფლაცია 2.7%, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.4%-ზე მაღალი იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამხრეთ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსებაიმედი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • Reuters: ირანთან ომში დახმარებაზე უარის გამო, ტრამპი სამხრეთ კორეასთან ერთობლივ წვრთნებს ამცირებსრუსთავი 2
  • აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბს მნიშვნელოვნად შეამცირებსტვ პირველი
სამხრეთ →

მსგავსი სტატიები

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

BM.GE

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

BM.GE

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

BM.GE