მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულება წლის ბოლომდე საპილოტე რეჟიმში დაიწყება - მთავრობა
სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულება წლის ბოლომდე საპილოტე რეჟიმში დაიწყება - მთავრობა

სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულება წლის ბოლომდე საპილოტე რეჟიმში დაიწყება - მთავრობა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 20:36|bm.ge

სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულების საპილოტე ნაწილი წლის ბოლომდე ამოქმედდება. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსის, გურამ დუმბაძის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ციფრულად აღირიცხება და პროცესი საჯარო და ხელმისაწვდომი გახდება.

„ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას. გვინდა, რომ წელსვე უკვე საპილოტე ნაწილი ჩავუშვათ და დავიწყოთ ამ რეფორმის ათვისება. ზედამხედველობის პროცესი დღეს ხელით მიმდინარეობს, კომპანიები მუშაობენ ამაზე, თუმცა ზედამხედველობის კომპონენტი მაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს“, - განაცხადა დუმბაძემ.

მისი თქმით, სისტემა მოიცავს როგორც საქონლისა და მომსახურების, ისე სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას. კერძოდ, ციფრულად შესაძლებელი იქნება სამშენებლო ეტაპების ყოველდღიური მონიტორინგი და იმის აღრიცხვა, თუ რა ეტაპზეა კონკრეტული სამუშაო.

ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება, რაც, გურამ დუმბაძის განცხადებით, ხელს შეუწყობს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციების, ისე მშენებლების მიერ სამუშაოების კონტროლსა და ხარისხის მოთხოვნების შესრულებას. მისივე თქმით, პროგრამის შექმნა სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება და ბიზნესისთვის დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს.

„ეს რაიმე დამატებით დანახარჯებს არ გამოიწვევს ბიზნესისთვის. პროგრამას სრულად ჩვენ ვამზადებთ. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ჩავუშვათ ეს მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

BM.GE

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

BM.GE