მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Samsung Electronics-ის საოპერაციო მოგება 1 წელიწადში 1800%-ით გაიზარდა
Samsung Electronics-ის საოპერაციო მოგება 1 წელიწადში 1800%-ით გაიზარდა

Samsung Electronics-ის საოპერაციო მოგება 1 წელიწადში 1800%-ით გაიზარდა

BM.GE8 ივლისი, 2026, 04:34|bm.ge

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung Electronics-მა მეორე კვარტალის წინასწარი ფინანსური შედეგები წარადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის შემოსავალი გაორმაგდა და 171 ტრილიონი ვონი ($112.77 მლრდ) შეადგინა. რაც შეეხება საოპერაციო მოგებას, ის რეკორდულად, 19-ჯერ გაიზარდა და 89.4 ტრილიონ ვონს ($58.4 მლრდ.) მიაღწია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რეკორდული ფინანსური მაჩვენებლების მიუხედავად ინვესტორების განწყობა მაინც გაუარესდა, რადგან, ანალიტიკოსების შეფასებით, აქციების ფასში ეს რეკორდული მაჩვენებლები თვეების განმავლობაში უკვე ასახული იყო. eToro-ს წარმომადგენლების განმარტებით, ფინანსური შედეგების ოფიციალურმა დადასტურებამ ინვესტორებისთვის დამატებითი სტიმული ვერ შექმნა. ამასთან, ბაზარზე შეშფოთებას ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯებიც იწვევს. არსებობს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით ხარჯების ზრდის ტემპი შესაძლოა შენელდეს - ამან კი, შესაძლოა, პირდაპირი გავლენა იქონიოს მეხსიერების ბარათების ფასებზე.

წინასწარი ფინანსური შედეგების გამოქვეყნების ფონზე, Samsung Electronics-ის აქციები ბირჟაზე თითქმის 7%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია $195 დოლარად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $1,282 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის, Samsung Electronics-ი სამხრეთ კორეაში დაფუძნებული უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციაა. გლობალურ ბაზარზე ის მეხსიერების ჩიპებისა და სმარტფონების წარმოების მიმართულებით ოპერირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის

ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის

BM.GE

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

BM.GE

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

BM.GE