მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Samsung-ი მომდევნო 10 წელიწადში სამხრეთ კორეაში $648-მილიარდს ჩადებს
Samsung-ი მომდევნო 10 წელიწადში სამხრეთ კორეაში $648-მილიარდს ჩადებს

Samsung-ი მომდევნო 10 წელიწადში სამხრეთ კორეაში $648-მილიარდს ჩადებს

BM.GE26 ივნისი, 2026, 23:11|bm.ge

ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა დააანონსა, რომ მომდევნო დეკადაში სამხრეთ კორეაში 1000 ტრილიონი ვონის ($648 მლრდ.) ღირებულების საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს.

როგორც ირკვევა, 10-წლიანი გეგმა ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების, ელემენტებისა და ეკრანების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

მედიაგამოცემა Maeil Business Newspaper-ის ცნობით, ინიციატივა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში ჩიპების ახალი ქარხნების მშენებლობასაც ითვალისწინებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, დასახელებული მასშტაბური საინვესტიციო გეგმა მიზნად დედაქალაქ სეულის საზღვრებს მიღმა რეგიონული ეკონომიკის განვითარებასაც ისახავს. სახელმწიფოს მრჩევლის, კიმ იონგ-ბუმის განცხადებით, დედაქალაქში სივრცის, ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტია, შესაბამისად, საჭიროა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რაც ქვეყნის მთავარ ცენტრს განმუხტავს.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეა ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ჩიპების წარმოების მიმართულებით გლობალური ბაზრის ლიდერია. სწორედ ამ ქვეყანაშია წარმოდგენილი ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიც არიან Samsung-ი და SK Hynix-ი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ON Semiconductor-მა $7 მილიარდად Synaptics-ი შეიძინა

ON Semiconductor-მა $7 მილიარდად Synaptics-ი შეიძინა

BM.GE

Polymarket-ის წლიური შემოსავალი $1 მილიარდს გადასცდა

Polymarket-ის წლიური შემოსავალი $1 მილიარდს გადასცდა

BM.GE

"30 წლით უკან არ უნდა დავბრუნდეთ" - რა რისკები ჩანს ერთიანი სალარო აპარატების დანერგვაში

"30 წლით უკან არ უნდა დავბრუნდეთ" - რა რისკები ჩანს ერთიანი სალარო აპარატების დანერგვაში

BM.GE

ნავთობის სიჭარბე & ზედმეტად გაიაფების რისკები – რა ხდება OPEC-ში?

ნავთობის სიჭარბე & ზედმეტად გაიაფების რისკები – რა ხდება OPEC-ში?

BM.GE