მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო ფონდის საინვესტიციო მანდატი საკმაოდ შეზღუდულია, საჭიროა სხვა ინსტრუმენტებიც დაგვემატოს - ანა ნაჭყებია
საპენსიო ფონდის საინვესტიციო მანდატი საკმაოდ შეზღუდულია, საჭიროა სხვა ინსტრუმენტებიც დაგვემატოს - ანა ნაჭყებია

საპენსიო ფონდის საინვესტიციო მანდატი საკმაოდ შეზღუდულია, საჭიროა სხვა ინსტრუმენტებიც დაგვემატოს - ანა ნაჭყებია

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 12:05|bm.ge

საქართველოს საპენსიო ფონდში მიაჩნიათ, რომ ფონდის საინვესტიციო მანდატი უნდა გაიზარდოს და მას აქტივების სხვა კლასებიც დაემატოს.

როგორც ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, დღეს ფონდი მაინც შეზღუდული საინვესტიციო მანდატის პირობებში რჩება, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში ინვესტირების ნაწილში.

ანა ნაჭყებიას შეფასებით, კარგი იქნება თუკი საინვესტიციო კლასებს ისეთი ინსტრუმენტები დაემატება როგორიცაა მაგალითად კომერციული ბანკების ე.წ Coverd ბონდები, სეკიურიტიზაციის სხვადასხვა ინსტრუმენტები და ა.შ. მისი თქმითვე, ფონდის საინვესტიციო მანდატის გაფართოებაზე მთავრობა უკვე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული დეტალები ცნობილი არაა.

„ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორი ვართ. საკმაოდ დიდი საინვესტიციო ჰორიზონტი გვაქვს და ძალიან სწრაფად ვიზრდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე რაც შეიძლება მეტი ახალი ინსტრუმენტი გამოჩნდეს, რათა ჩვენი აქტივების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ, ანუ სხვადასხვა ინსტრუმენტებში განაწილება, სადაც არ ვიქნებით რომელიმე კონკრეტულ ბანკზე ან სექტორზე კონცენტრირებული და გვექნება განაწილებული [თანხები], რაც ხელს უწყობს ჩვენი რისკების შემცირებას და აქტივების დივერსიფიკაციას.

ამ მიმართულებით ნამდვილად მიმდინარეობს მუშაობა, რომ რაც შეიძლება გაიზარდოს საინვესტიციო შესაძლებლობები. ამ დროისთვის საკმაოდ შეზღუდული არის ჩვენი საინვესტიციო მანდატი, ეს არის ის ძირითადი აქტივის კლასები, რომელშიც ინვესტირება შეგვიძლია. თითქმის ყველა აქტივის კლასში ვახორციელებთ ინვესტირებას, თუმცა ძალიან კარგი იქნება, რომ ბაზარზე ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოჩენას.

მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სეკიურიტიზაციის პროდუქტები, რომელსაც ბანკები გამოუშვებენ. ვინაიდან ჩვენ ფაქტობრივად ლარის დაზოგვას ვახორციელებთ, ლარის ინსტრუმენტების გამოჩენა, როგორიც არის სეკიურიტიზაცია, „Covered ბონდები“, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, თუ გაიზრდება ერთის მხრივ, სახაზინო ობლიგაციების გამოშვების მოცულობები და მეორე მხრივ, ადგილობრივი კორპორაციული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციები და გარდა ამისა, მოგვეცემა საშუალება, სხვა აქტივის კლასებში განვახორციელოთ ინვესტირება.

შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს ასევე სხვა ტიპის აქტივები, ეს არის მაგალითად, საინვესტიციო ფონდები. მასში ინვესტირების საშუალება გარკვეულწილად გვაქვს, მაგრამ ამ ფონდების არარსებობის ფონზე, ფაქტობრივად ვერ ვახორციელებთ ინვესტირებას, იმიტომ რომ საქართველოში არ გვაქვს საინვესტიციო ფონდები ისეთი ზომით და ლარში დენომინირებული, რომელიც ჩვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს.

ამ მიმართულებით თუ გაიხსნება ჩვენი მანდატი და საშუალება გვექნება მაგალითად, სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდებში განვახორციელოთ ინვესტირება, რასაც აკეთებენ სხვა წამყვანი საპენსიო ფონდები, მათ შორის ევროპის და ამერიკის ფონდები, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის.

კონკრეტული ცვლილებების პაკეტი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს დივერსიფიკაციის საშუალება აქტივებისთვის გრძელვადიან პერიოდში განსაკუთრებით“, - განაცხადა ანა ნაჭყებიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახური

თბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახური

BM.GE

"რთველი აქტიურ ფაზაშია" - როგორ მოსავალს ელიან წელს "ასკანელში?

"რთველი აქტიურ ფაზაშია" - როგორ მოსავალს ელიან წელს "ასკანელში?

BM.GE

ტერაბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე გამოცდილება გააზიარა

ტერაბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე გამოცდილება გააზიარა

BM.GE

წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი 28-ჯერ გაიზარდა|მიზეზი

წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი 28-ჯერ გაიზარდა|მიზეზი

BM.GE