მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,048 ლარია
საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,048 ლარია

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,048 ლარია

BM.GE9 ივნისი, 2026, 18:23|bm.ge

საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის დაცული და ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,048 ლარს შეადგენს. ბოლო ერთ წელში პორტფელის ზომა 2.4 მილიარდი ლარით გაიზარდა.

საპენსიო ფონდის აქტივები სამ განსხვავებულ პორტფელში არის განთავსებული, ესენია კონსერვატიული პორტფელი, სადაც თანხის 98.7% დევს (9.28 მლრდ ლარი), დაბალანსებული პორტფელი 54 მილიონი ლარით და დინამიკური პორტფელი 64.5 მილიონი ლარით. ამასთან, კონსერვატიულ პორტფელში ინახება სისტემის 1,543,081 მონაწილის საპენსიო დანაზოგი; დაბალანსებულ პორტფელში 5,162 მონაწილის, ხოლო დინამიკურ პორტფელში კი მხოლოდ 5,019 მონაწილის. ამასთან, ყველა მოქალაქის დანაზოგები ავტომატურად არის განთავსებული კონსერვატიულ პორტფელში, ხოლო დანარჩენ ორ პორტფელში თანხის გადატანა შესაძლებელია მოქალაქეთა პერსონალური არჩევანით, რომლის დაფიქსირებაც მათ საპენსიო ფონდის ოფისსა და იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

რაც შეეხება ამ პორტფელებს შორის სხვაობას - კონსერვატიულ პორტფელში დომინირებს ლარის ფიქსირებული შემოსავლის მქონე აქტივები, ესაა ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ობლიგაციები, ხოლო თანხის 19.5% კი უცხოური ვალუტის აქტივებშია განთავსებული, რაც ძირითადად საერთაშორისო საფონდო ინდექსებს მოიცავს.

დაბალანსებულ პორტფელში ლარის აქტივების წილია 62%, დანარჩენი კი უცხოურ ვალუტაზე მოდის. დინამიურ პორტფელში კი ლარის აქტივების წილია 44.6%, 55.4% კი უცხოური ვალუტის აქტივებზე მოდის, სადაც ძირითადად საფონდო ინდექსები შედის. შესაბამისად, გლობალურ საფონდო ბაზარზე საპენსიო დანაზოგების ყველაზე დიდი წილი სწორედ დინამიურ პორტფელშია. 2026 წლის იანვარ-მაისის ჩათვლით ამ პორტფელებიდან ყველაზე მაღალი - 8.99%-ის ამონაგები სწორედ დინამიურ პორტფელს ჰქონდა; დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 7.45%-ია; ხოლო კონსერტავიული პორტფელის ამონაგები 5.91%.

საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებსრუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE