მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო "3+3 ფორმატის" შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს - საგარეო
საქართველო "3+3 ფორმატის" შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს - საგარეო

საქართველო "3+3 ფორმატის" შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს - საგარეო

BM.GE4 ივნისი, 2026, 23:08|bm.ge

საქართველო „3+3 ფორმატის“ პირველ საექსპერტო შეხვედრაში, რომელიც 5 ივნისს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს.

„საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, 5 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში „3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის“ პირველი საექსპერტო შეხვედრა გაიმართება.

“5 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს 3+3 რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, პლუს რუსეთი, ირანი და თურქეთი - პირველ საექსპერტო შეხვედრაში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე”, - განაცხადა ზახაროვამ.

„3+3“ ფორმატი აზერბაიჯანისა და თურქეთის ინიციატივით შეიქმნა და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე მათი სამი მეზობლის რუსეთის, თურქეთისა და ირანის თანამშრომლობას ითვალისწინებს. ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში, მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა, თუმცა მას საქართველო არ დასწრებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • BTS-მა ​Grammy-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც პრემიის ორგანიზატორებმა აზიური პოპ-მუსიკის კატეგორია დაამატესიმედი
  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

BM.GE

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

BM.GE