მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველო ახლა უფრო მეტად ჩანს გლობალურ IT რუკაზე" - რა განაპირობებს სექტორში ზრდას?
"საქართველო ახლა უფრო მეტად ჩანს გლობალურ IT რუკაზე" - რა განაპირობებს სექტორში ზრდას?

"საქართველო ახლა უფრო მეტად ჩანს გლობალურ IT რუკაზე" - რა განაპირობებს სექტორში ზრდას?

BM.GE2 ივლისი, 2026, 21:22|bm.ge

IT სექტორში სწრაფი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 441.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 65%-ით, ანუ 175 მილიონი დოლარით მეტია. ამასთან, რეკორდული იყო ამ სექტორისთვის 2025 წელიც, როდესაც მთლიანმა შემოსავალმა 1.15 მილიარდ დოლარს მიაღწია (ზრდა 67%).

როგორც დარგის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სექტორში მაღალი ზრდის ტემპი მათ შორის იმითაცაა განპირობებული, რომ საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში შექმნილ IT პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია.

როგორც კომპანია Redberry International-ში BMG-ის განუცხადეს, ქართულ IT სერვისებზე მოთხოვნა მათ შორის ისეთ ბაზრებზე ფიქსირდება როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროპა. კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის, დათი ჩხიკვიშვილის თქმით, ქართულ მომსახურებაზე მზარდ მოთხოვნას რიგ ქვეყნებთან შედარებით იაფი სერვისიც განაპირობებს.

“ჩვენი კომპანია თითქმის 100%-ით ექსპორტზე არის ორიენტირებული. დღესდღეობით ჩვენი კლიენტების მესამედი არის დიდი ბრიტანეთიდან, ასევე მესამედი მოდის აშშ-ზე და დანარჩენი არის გადანაწილებული დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანას და სკანდინავიას შორის. ერთი-ორი კლიენტი გვყავს კიდევ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. საკმაოდ გაზრდილი არის მოთხოვნა და კონკრეტულ ციფრებზე რომ ვილაპარაკოთ, გასული კვარტალი რაც გვქონია აქამდე ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო. საქართველოში სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დეველოპერებიც მუშაობენ, ალბათ ესეც განაპირობებს თავისთავად აქტივობას, მაგრამ მთლიანობაში საკმაოდ პოზიტიური ტრენდი არის ბაზარზე.

ზოგადად, საქართველო ახლა უფრო მეტად ჩანს [გლობალურ] IT რუკაზე, ვიდრე აქამდე ჩანდა. მაგალითად, ჩვენზე ბევრად უფრო წინ იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე მაგალითად, რუმინეთი, ბულგარეთი. ჩვენ ბევრი კლიენტი გვყავს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ მსგავს ქვეყნებთან მუშაობის გამოცდილება. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ისეთი დიდი კომპანიების შემოსვლამ, როგორიც იყო მაგალითად, EPAM განაპირობა ის, რომ დაინტერესება გაიზარდა და ხალხმა გაიგო, რომ საქართველოში ეს სექტორი ვითარდება.

მეორე მხრივ, იმუშავა იმან, რომ ამ კომპანიების შემოსვლამ რაღაც სტანდარტი დააფუძნა და მესამე ის არის, რომ ზოგადად მსოფლიოში ძალიან გაიზარდა ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა. საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს წინ წამოწევა განაპირობა იმანაც, რომ მოთხოვნა ზოგადად გლობალურად გაიზარდა, ამიტომ ხალხი ეძებდა ისეთ ქვეყნებს, სადაც ეს სერვისი შეიძლება მიეღოთ მაღალი ხარისხით, მაგრამ შედარებით იაფ ფასად. გამოჩნდა ისეთი ალტერნატივები, რომლებიც მანამდე არ ჩანდა და მათ შორისაა საქართველო”, - განაცხადა დათი ჩხიკვიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში IT სექტორში არსებული სწრაფი ზრდა პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა, რომლებმაც დაარეგისტრირეს როგორც კომპანიები, ასევე მიიღეს ინდივიდუალური მეწარმეების სტატუსი შესაბამისად, მათი საქმიანობაც საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლებოდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Nestle-მა ევროპული ბაზრისთვის KitKat-ის რეცეპტი შეცვალა

Nestle-მა ევროპული ბაზრისთვის KitKat-ის რეცეპტი შეცვალა

BM.GE

გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქების საქმეზე უკრაინელ სამხედროს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქების საქმეზე უკრაინელ სამხედროს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

BM.GE

აშშ-სა და ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დოჰაში შედეგების გარეშე დასრულდა

აშშ-სა და ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დოჰაში შედეგების გარეშე დასრულდა

BM.GE

BYD-ისა და Xiaomi-ს აქციები მკვეთრად გაიზარდა - რა არის მიზეზი?

BYD-ისა და Xiaomi-ს აქციები მკვეთრად გაიზარდა - რა არის მიზეზი?

BM.GE