მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს - ირაკლი კობახიძის სიტყვა 26 მაისს
საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს - ირაკლი კობახიძის სიტყვა 26 მაისს

საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს - ირაკლი კობახიძის სიტყვა 26 მაისს

BM.GE26 მაისი, 2026, 16:27|bm.ge

ირაკლი კობახიძემ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის ისტორიულ გზაზე, სუვერენიტეტსა და ქრისტიანობის როლზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ რწმენამ და ეროვნულმა ფასეულობებმა შეუნარჩუნა ქვეყანას თვითმყოფადობა.

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„მოგესალმებით წვევამდელებს, რომლებმაც დღეს საზეიმოდ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე! მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქეებო, საზღვარგარეთ მცხოვრებო ჩვენო თანამემამულეებო, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენ განსაკუთრებულ თარიღს აღვნიშნავთ - დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცესა და სიბრძნეს, და იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა.

წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. 326 წელს ქრისტიანობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად და ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად იქცა. ქრისტიანობამ განსაზღვრა უნიკალური ქართული კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ასე ვამაყობთ. 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს. ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს. ამ 17 საუკუნის მანძილზე, ჩვენ გარშემო იმპერიები ქრებოდა, საქართველომ კი დღემდე შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. რომ არა უფლის მფარველობა და ქართველი ხალხის რწმენა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ, ისტორიის ეს სასწაული ვერ შედგებოდა.

გიორგი მერჩულე ამბობდა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. საქართველოს ეროვნული იდენტობის ეს ფორმულა ილია ჭავჭავაძემ - წმინდა ილია მართალმა სამი სიტყვით გამოხატა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ეს არის ის სამი უმთავრესი ეროვნული ღირებულება, რომელსაც თავგანწირვით იცავდნენ ჩვენი წინაპრები და რომლის მტკიცედ დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია“.

კობახიძემ ასევე ისაუბრა დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასულ 35 წელზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა მტკიცედ ადგას განვითარების გზას, რომელიც საბოლოო ეროვნული მიზნების მიღწევამდე მიიყვანს:

„35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ, ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას. დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, как никогда (როგორც არასდროს). სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს აღთქმულ მიწამდე - ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველომდე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი სამშობლო“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE