მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო ჩინური ინვესტიციებისთვის მაქსიმალურად ღიაა - ირაკლი კობახიძე
საქართველო ჩინური ინვესტიციებისთვის მაქსიმალურად ღიაა - ირაკლი კობახიძე

საქართველო ჩინური ინვესტიციებისთვის მაქსიმალურად ღიაა - ირაკლი კობახიძე

BM.GE10 ივნისი, 2026, 20:02|bm.ge

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო ჩინური ინვესტიციებისთვის მაქსიმალურად ღიაა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ის კითხვის საპასუხდო

საქმე ის არის, რომ დღეს, გენადი არველაძემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების რატიფიცირების დოკუმენტი პარლამენტს წარუდგინა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში „ინვესტიციების თავი ჩნდება“, რაც მიზნად ისახავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობასა და ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას. „ეს მნიშვნელოვანი სიგნალი გახლავთ ჩინელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ეკონომიკური თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და სხვა სტრატეგიული მიმართულებები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

აქედან გამომდინარე BM.GE-მ კობახიძეს ჰკითხა კონკრეტულად რა მიმართულებით გაამარტივებს ინვესტორების მოზიდვას ეს ცვლილება და ხომ არ იყო ჩინეთთან კომუნიკაციის დროს დასახელებული რაიმე სახის ბარიერები, რაც გამარტივებას საჭიროებდა, რაზედაც პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

„არავითარი ბარიერები არ არის. მაქსიმალურად ღია ვართ ჩინური ინვესტიციებისთვის.

როგორც გაღრმავდა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას და ამან მოიცვა ინვესტიციების მიმართულებაც. ეს იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც შევიდა ასეთი ცვლილებები შეთანხმებაში. მიზანი თავისუფალი ვაჭრობის შინაარსობრივი გაღრმავება იყო“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE