მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო ორი წლის ვადით BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს
საქართველო ორი წლის ვადით BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს

საქართველო ორი წლის ვადით BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს

BM.GE3 ივლისი, 2026, 16:37|bm.ge

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს (CMFA) გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან ორი წლის ვადით, საქართველო BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს. ამ პოზიციაზე საქართველო წამყვან როლს შეასრულებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში, მათ შორის, მისი პერიოდული სხდომების ორგანიზებაში წევრ სახელმწიფოთა საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აღნიშნული სტატუსი ხელს შეუწყობს საქართველოს მრავალმხრივ თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე ხელს უწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას.დარგობრივი ჯგუფის მთავარი მიზანი BSEC-ის წევრ სახელმწიფოებს შორის საბანკო და საფინანსო სფეროში მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა. მათ შორისაა რეგულირების, ზედამხედველობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე დიალოგის გაღრმავება, საერთო პროექტების ინიციირება და განვითარების სტრატეგიების შემუშავება.“შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს ქვეყნის სტრატეგიულ როლს რეგიონში და მნიშვნელოვანია საბანკო-საფინანსო სექტორში კავშირების გაღრმავებისთვის. სტატუსი განამტკიცებს საქართველოს მრავალმხრივ თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ხელს უწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას სხვადასხვა მიმართულებებით”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) 13 ქვეყანას აერთიანებს. მათ შორის, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, რუმინეთს, სერბეთსა და ა.შ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

BM.GE

ივლისის ჩათვლით ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა $5 მლრდ შეადგინა - TBC Capital

ივლისის ჩათვლით ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა $5 მლრდ შეადგინა - TBC Capital

BM.GE

ტოკენიზაცია საქართველოსთვის გლობალურ ეკოსისტემაში ძლიერი პოზიციით ინტეგრირების ბერკეტია - ლევან ბოძაშვილის ანალიზი

ტოკენიზაცია საქართველოსთვის გლობალურ ეკოსისტემაში ძლიერი პოზიციით ინტეგრირების ბერკეტია - ლევან ბოძაშვილის ანალიზი

BM.GE

"ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით და ყველაფერი მოწესრიგდება" - კალაძე ლეღვთახევში მიმდინარე სამუშაოებზე

"ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით და ყველაფერი მოწესრიგდება" - კალაძე ლეღვთახევში მიმდინარე სამუშაოებზე

BM.GE