მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო წყალქვეშა კაბელის პარალელურად „მწვანე წყალბადის“ მილსადენის მშენებლობას განიხილავს - მინისტრის მოადგილე
საქართველო წყალქვეშა კაბელის პარალელურად „მწვანე წყალბადის“ მილსადენის მშენებლობას განიხილავს - მინისტრის მოადგილე

საქართველო წყალქვეშა კაბელის პარალელურად „მწვანე წყალბადის“ მილსადენის მშენებლობას განიხილავს - მინისტრის მოადგილე

BM.GE2 ივნისი, 2026, 15:13|bm.ge

საქართველო „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად, „მწვანე წყალბადის“ მილსადენის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ სააგენტო Trend-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე შეხვედრების მთავარი მნიშვნელობა ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირების გაძლიერებაა, რაც გარე შოკების დაძლევის, ენერგეტიკულ სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებისა და სახელმწიფოების სტაბილურობის განმტკიცების ინსტრუმენტს იძლევა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის საკვანძო საკითხს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება წარმოადგენს, რომლის მიღწევაც მარტო შეუძლებელია და მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

ამ კონტექსტში ინგა ფხალაძემ ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთობლივ მუშაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მრავალწლიანი პარტნიორები არიან, მათ შორის ზამთრის პერიოდში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების სფეროში.

„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ ფარგლებში ორი მიმართულება რეალიზდება: სახმელეთო მარშრუტი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთსა და ბულგარეთში, ასევე წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს. ეს უკანასკნელი 4 000 მეგავატი სიმძლავრისაა, განკუთვნილია ელექტროენერგიის ექსპორტისთვის და სამხრეთ კავკასიას ევროპასთან აკავშირებს“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითებარუსთავი 2
  • ფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაიმედი
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE