მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო უკეთეს სუვერენულ რეიტინგს უკვე დიდი ხანია იმსახურებს - ნადარაია
საქართველო უკეთეს სუვერენულ რეიტინგს უკვე დიდი ხანია იმსახურებს - ნადარაია

საქართველო უკეთეს სუვერენულ რეიტინგს უკვე დიდი ხანია იმსახურებს - ნადარაია

BM.GE15 ნოემბერი, 2026, 16:30|bm.ge

არსებული ვითარებისა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, საქართველო უკეთეს სუვერენულ რეიტინგს უკვე დიდი ხანია რეალურად იმსახურებს. ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის ნათელი დასტურია სახელმწიფო ვალის საპროცენტო განაკვეთები დოლარში ვალის სესხება სახელმწიფოს ბევრად უფრო იაფად უჯდება, ვიდრე ეს არსებული სარეიტინგო ნიშნულიდან გამომდინარეობს.

ნადარაიამ ასევე აღნიშნა, რომ სარეიტინგო სააგენტოების გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ნელი პროცესია. ცვლილებები განსაკუთრებით გაუმჯობესების მიმართულებით გრძელვადიან დაკვირვებას მოითხოვს, მაშინ როცა გაუარესების პროგნოზებსა და შეფასებებს სააგენტოები უფრო სწრაფად ცვლიან.

"საქართველო უკეთეს რეიტინგს ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლის კუთხით უკვე დიდი ხანია, რეალურად იმსახურებს. ჩვენ თუ პროცენტებსაც შევხედავთ მაგალითად, რა პროცენტებში ივაჭრება ჩვენი სახელმწიფო ვალი, ანუ რამდენი უჯდება სახელმწიფოს დოლარში ვალის სესხება. ეს პროცენტი ბევრად უფრო უკეთესია, ანუ უფრო დაბალია, ვიდრე გამომდინარეობს ჩვენი რეიტინგიდან. რეიტინგის ცვლილება ნელი პროცესია. ანუ, რაღაც უნდა გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს და მერე ხდება ეს, განსაკუთრებით ნელია გაუმჯობესების შემდეგ. გაუარესებას უფრო აქტიურად ცვლიან ხოლმე როგორც მოლოდინებს, ასევე რეიტინგს.

ერთი მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელიც ის არის, რომ რეიტინგი პროციკლურია. პროციკლური რას ნიშნავს? როცა ყველაფერი კარგად არის, მაშინ ხდება გაუმჯობესება. ეს რატომაა მნიშვნელოვანი იმ კონტექსტში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ? თქვენ იცით, რომ ის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ახლა ნამდვილად არის საქართველოში, ეს გაუმჯობესება მოხდა იმ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რაც ხდება უკრაინაში და დღესაც სამწუხაროდ, გრძელდება.

ანუ, რეალურად, ჩვენ თუ გამოვრიცხავთ ამ ეფექტს უკრაინის ომის ეფექტს საქართველოში ეკონომიკური ზრდა არც დაჩქარებულა რეალურად, რაც იყო მანამდე (დაახლოებით 5% ან ნაკლები), დაახლოებით იგივეა. მაგალითად, დღეს ჩვენი ეკონომიკის შეიძლება 15%-იც კი არის ამ ომთან დაკავშირებული ნაკადები, რაც ძალიან ბევრია. რეიტინგი უფრო ტექნოკრატიული საკითხია, რომელსაც აქვს თავისი მეთოდოლოგია ხშირად კარგი, ხშირად ცუდი, მაგრამ ახლა არ უნდა მოველოდეთ, რომ ყველა ამ პრობლემას რეიტინგის ჭრილში განვიხილავთ", - განაცხადა ნადარაიამ.

2026 წლის 30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული.

ვრცლად ამ თემაზე: Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

BM.GE

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

BM.GE

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

BM.GE