მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან ირანში 8 თვეში $18.1 მლნ-ის ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე | რამ განაპირობა ახალი ბაზრის გამოჩენა?
საქართველოდან ირანში 8 თვეში $18.1 მლნ-ის ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე | რამ განაპირობა ახალი ბაზრის გამოჩენა?

საქართველოდან ირანში 8 თვეში $18.1 მლნ-ის ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე | რამ განაპირობა ახალი ბაზრის გამოჩენა?

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 16:10|bm.ge

ფეროშენადნობების ექსპორტში ახალი ბაზარი, ირანი გამოჩნდა. თუკი ამ ქვეყანაში გასულ წლებში ქართული ფეროშენადნობების ექსპორტი პრაქტიკულად არ ფიქსირდებოდა, წელს 8 თვეში ირანში 18 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.

როგორც BMG-სთან ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ირანში ექსპორტი გასულ პერიოდში შედარებით მცირე საწარმოებმა განახორციელეს. ნუგზარ კევლიშვილის თქმით, ირანში მეტალურგიის პროდუქციაზე მოთხოვნის და ფასების ზრდა ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობას უკავშირდება.

რაც შეეხება ჯამურად გაზრდილ ექსპორტს, ასოციაციაში აცხადებენ, რომ ექსპორტის მოცულობები კვლავ ძირითადად ბაზრის ორ მსხვილ მოთამაშეზე, მათ შორის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაზე მოდის.

“მთლიანობაში ექსპორტის ზრდა ცალსახად განაპირობა იმან, რომ შარშან პირველ კვარტალში “ჯორჯიან მანგანეზი” არ მუშაობდა, არ აწარმოებდა პროდუქციას. წელს საბედნიეროდ ეს სტატისტიკა გაუმჯობესებულია, “ჯორჯიან მანგანეზს” არ შეუჩერებია ფუნქციონირება. შესაბამისად, მთელი წლის ჭრილში ზრდა დაფიქსირდება. რაც შეეხება ქვეყნებს, ძირითადი პარტნიორები აშშ და თურქეთი არიან.

სტატისტიკურად ექსპორტი გაიზარდა ირანშიც. ფასებს რაც შეეხება, ევროპაში და აშშ-ში ძირითადად იგივე ფასები რჩება, საშუალოდ 1150-1250 დოლარი ერთ ტონაზე. რაც შეეხება აღმოსავლეთს, ირანში ფასების ზრდა შეინიშნება, დაახლოებით 1300-1350 დოლარს იხდიან საქართველოში ადგილზე. ექსპორტი გაიზარდა, თუმცა მცირე მასშტაბით. შედარებით მცირე საწარმოებისთვის, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით ირთვებიან და ჩერდებიან, თითოეული დოლარი მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ირანში სხვადასხვა სანქციების გამო ბანკების ფუნქციონირება და გადარიცხვები გართულებულია, ბევრი საწარმოსთვის ეს ბაზარი ისევ ჩაკეტილია”, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

წელს 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 219 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, რაც წლიურად 60%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ქართული ფეროშენადნობების მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ არის, სადაც იანვარ-აგვისტოში $38.1 მლნ დოლარის ღირებულების 32 279 ტონა პროდუქცია გავიდა.

TOP 5 საექსპორტო ბაზარი კი ასეთია:

• აშშ $38.1 მლნ ( 32 279 ტონა) • თურქეთი $ 36.5 მლნ (31 320 ტონა) • ალჟირი $ 18.3 მლნ (15 000 ტონა) • ირანი $ 18.1 მლნ (13 412 ტონა) • იტალია $ 15.7 მლნ (13 709 ტონა)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • "გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდარუსთავი 2
  • “ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვინეტგაზეთი
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

BM.GE

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

BM.GE

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE